ავტორი:

"გეხვეწებით, ნუ მიკლავთ ზურას... არ მგონია, ვინმესთვის სასიამოვნო სანახავი იყოს ამ მდგომარეობაში მისი ნახვა" - რას წერს დოიჯაშვილის მეუღლე?

"გეხვეწებით, ნუ მიკლავთ ზურას... არ მგონია, ვინმესთვის სასიამოვნო სანახავი იყოს ამ მდგომარეობაში მისი ნახვა" - რას წერს დოიჯაშვილის მეუღლე?

ზურაბ დოიჯაშვილი 9 თვეა, რაც ისრაელის ერთ-ერთ კლინიკაში მართვით სუნთქვაზეა. დიაგნოზი გახლავთ ამიოტროფული გვერდითი სკლეროზი. მომღერალი ისრაელში საცხოვრებლად ორი წლის წინ ოჯახთან ერთად წავიდა და ერთ წელიწადში ცუდად გახდა.

ამ დროისთვის მომღერლის მდგომარეობა კრიტიკულია. როგორც რამდენიმე დღის წინ დოიჯაშვილის მეუღლემ AMBEBI.GE-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, ექიმები იმედს არ აძლევენ, დაავადება კი იშვიათი და საკმაოდ მძიმეა.

გუშინ სოციალურ ქსელში დოიჯაშვილის კლინიკაში გადაღებული ფოტო გავრცელდა, რომელიც საკმაოდ მძიმე სანახავი იყო. სწორედ აღნიშნულთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს მომღერლის მეუღლე ქეთი ვადაჭკორია და საზოგადოებას მიმართავს, ფოტო არ გადააზიარონ, რადგან მისი ნახვა შვილებისთვის ძალიან მძიმეა.

"ჩემო მეგობრებო!! ჩემგან დამოუკიდებლად ფბ-ზე დაიდო ზურას საავადმყოფოს სურათი, უმორჩილესად გთხოვთ, ნუ გადააზიარებთ, ეს ძალიან მძიმეა ჩემთვის და ჩემი შვილებისთვის. არ მგონია, ვინმესთვის სასიამოვნო სანახავი იყოს ზურა ამ მდგომარეობაში. გეხვეწებით, ნუ მიკლავთ ზურას, ყოველ წუთას" - წერს ქეთი ვადაჭკორია.

"არასდროს მითქვამს მისთვის ეს, ახლა ვამბობ პირველად..." - რა ისტორიას იხსენებს ზურა დოიჯაშვილზე ჟურნალისტი მაკა რაზმაძე

"18 წლამდე არასრულწლოვანთა დედებს უნდა ეკრძალებოდეთ უცხოეთში მრავალი წლით სამუშაოდ წასვლა!" - ოპერის მომღერალი საქართველოს მთავრობას მიმართავს

"ჯაკოცაა ამ ფოტოზე და ზურაც, ორმაგად მეტკინა გული ამ სურათზე" - ინგა გრიგოლია ზურა დოიჯაშვილის გარდაცვალებაზე