34-წლიანი მართვის შემდეგ აშშ-ის შეიარაღებული ძალების სტრატეგიული სამსახურის (სტრატკომი) ხელმძღვანელი კევინ ჩილტონი თანამდებობიდან გადადგა, - ნათქვამია სტრატკომის პრესსამსახურის განცხადებაში.
ბარაკ ობამას გადაწყვეტილებით ჩილტონის ადგილს გენერალი რობერტ კეილერი დაიკავებს, რომელიც ამჟამად აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების კოსმოსური მართვის სააგენტოს ხელმძღვანელია.
ამ ეტაპზე ჩილტონის თანამდებობიდან წასვლის და კეილერისათვის უფლებამოსილების გადაცემის ზუსტი ვადები განსაზღვრული არაა.
მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.