"შუა ქალაქში" - ქეთევანი, თეატრში - დედილო, მოდი, ელენე... ცხოვრებაში უბრალოდ თამუნა ნიკოლაძე. სამი წელია, რაც ფართო საზოგადოებამ გაიცნო, მაგრამ მასზე არასოდეს ჭორაობდნენ. ახლახან "კომედი შოუს" მსახიობ ვახო ბიჭიკაშვილთან "დააწყვილეს". ეწყინა... ამ თემაზე არ ლაპარაკობს, რადგან საუკეთესო მეგობრის ერიდება. მართალია, ინტერვიუს ჩაწერას მხოლოდ თეატრზე ვაპირებდით, მაგრამ კვარიათიდან რამდენიმე დღის წინ ჩამოსულმა და კარგად დასვენებულმა თამუნამ საუბარი შთაბეჭდილებებით დაიწყო.
- ორი კვირა კვარიათში მშობლებთან ერთად დავისვენე. არაჩვეულებრივ სასტუმროში ვიყავით, ბევრი ახალი და კარგი მეგობარი შევიძინე. ჩემი მშობლების მეგობრებიც იქ ისვენებდნენ და ლამაზი საღამოები გვქონდა. მიყვარს ოჯახთან ერთად დასვენება, მთელი წლის განმავლობაში მენატრებიან ისინი.
- ალბათ კვარიათში შენი პოპულარობა პიკში იყო.
- რა თქმა უნდა, ბავშვიდან დაწყებული ხანში შესული ადამიანით დამთავრებული ყველა მეფერებოდა, გადაყოლილები იყვნენ ჩემზე. ძალიან მიყვარს ბლინები და ალადები, როდესაც სასტუმროს მზარეულმა გაიგო, ყოველ დილით მიცხობდა. ცოტა წონაში კი მოვიმატე, მაგრამ არა უშავს, მოპუტკუნება მიხდება. სხვები ზაფხულში ძირითადად დიეტაზე არიან. შეიძლება მთელი დღე ნესვსა და საზამთროზე გაატარონ. მე მიყვარს კარგი კვება. მსუბუქად, მაგრამ გემრიელად ვიკვებებოდი. ასევე ძალიან გავუთამამდი ზღვას. ადრე შიშით ვცურავდი, ახლა ერთი ქალბატონი გავიცანი, სახელად მარინა, თვითონაც ვერ ცურავდა კარგად, მაგრამ ისეთი ფსიქოლოგიური გავლენა მოახდინა, რომ თამამად შევდიოდი წყალში. დედა მიყვიროდა, თამუნა, გამოდი, ძალიან ბევრი მოგდისო.
- წარმომიდგენია თაყვანისმცემლებთან რამდენ სურათს გადაიღებდი.
- მართლა ძალიან ბევრი. არადა, წარმოიდგინეთ, პლაჟზე ხარ საცურაო კოსტიუმით და უცებ მოდის ვიღაც და გეუბნება, გადავიღოთ სურათი? ავდგებოდი ჩავიცვამდი ტანსაცმელს, არ მინდოდა, საცურაო კოსტუმით გადაღებული ჩემი ფოტო მერე ყველას "ფეისბუქზე" მენახა. თუმცა ფოტოს გადაღებაზე უარს ვერავის ვერ ვეუბნები. აქვე ვიტყვი, რომ ამ ზაფხულს ფიზიკურად, სულიერად, მორალურად და ადამიანურად დავისვენე. მართალია, აქტიური დასვენება მიყვარს, მაგრამ მთელი წლის განმავლობაში ისეთი დატვირთული გრაფიკი მაქვს, მირჩევნია, ზაფხულში მაინც დავმშვიდდე. კვარიათის გარდა რამდენიმე დღე ბათუმშიც ვიყავი, ასევე თუშეთშიც.
"დაცული ტერიტორიების სააგენტომ" სერიალის მსახიობები დაგვპატიჟა და რამდენიმე წავედით. საოცრება იყო. მეგონა დავფრინავდი. პირველად გავბედე და ცხენზეც დავჯექი. მთაში რომ ვარ, სულ მინდა ვიყვირო, რადგან ძალიან დიდ ძალას მაძლევს. ამ ზაფხულს ერთადერთი რამ ჰოლანდიაში მოგზაურობა არ გამომივიდა, მაგრამ არა უშავს, მომავალი წელი ჩემს ხელშია და აუცილებლად წავალ.
- ჰოლანდია რატომ ამოარჩიე?
- არ ვიცი, რატომღაც ძალიან მინდა. უფრო სწორად, კონკრეტული რაღაცები მაქვს სანახავი, მაგრამ წინასწარ არ მინდა ვთქვა. ძალიან მიზიდავს ამსტერდამის პატარა სახლები და ფანჯრები და აი, როცა წავალ და ვნახავ, რისი ნახვაც ასე ძალიან მინდა, მერე აუცილებლად მოგიყვებით.
- თეატრზე გადავიდეთ. რამდენიმე დღის წინ "თავისუფალი თეატრის" დასს ამერიკის საელჩოსთან პრობლემები შეექმნა. სამი მსახიობი შტატებში არ გაუშვეს, რის გამოც გასტროლი ჩაიშალა.
- ეს ინფორმაცია კარგად არ ვიცი, თეატრში ჯერ შეკრება არ გვქონია. სეზონი ალბათ სექტემბრის ბოლოს გაიხსნება, მაგრამ ძალიან დამწყდა გული მაგ ფაქტზე. ჩვენი თეატრის ერთ-ერთი ძალიან კარგი სპექტაკლი, ფანტასტიკური სათაურით "მიყვარხარ, მიყვარხარ, მიყვარხარ" გასტროლზე ვერ წავიდა. მართალია, მე არ მივდიოდი, რადგან აქ არ ვთამაშობ, მაგრამ ჩემი მეგობრები და კოლეგები მიდიოდნენ. ძალიან უხაროდათ, მაგრამ არ გამოვიდა...
- მალე თეატრალური სეზონი იწყება, ახალი როლი თუ შემოგთავაზეს?
- ზაფხულში, როდესაც სეზონი დავხურეთ, ერთ-ერთი ახალგაზრდა რეჟისორისგან სერიოზული შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! მივიღე. საუკეთესო დრამატურგის პიესას დგამს და მთავარ როლზე მიმიწვია. მოდი წინასწარ ნუ ვიტყვით, არც დრამატურგის სახელს და არც პიესის შინაარსს არ გავამხელ. ჯერ მხოლოდ მე, რეჟისორმა და პარტნიორმა ვიცით. დაიწყოს რეპეტიციები, შედგეს პრემიერა და მერე შეგხვდებით და გესაუბრებით, რამდენად კმაყოფილი ვიქნები. ზუსტად ისეთი როლია, როგორზეც მუშაობა მიყვარს და მჭირდება მსახიობს, რომ გავიზარდო.
- მაინც როგორი როლი გიყვარს?
- საერთოდ ყველანაირი. არ არსებობს, მსახიობს თავისი როლი არ უყვარდეს. პროფესიონალი იმიტომ ხარ, რომ ის საინტერესო გახადო.
- "შუა ქალაქში" მაინც მხიარული ქეთევანი ხარ, მაგრამ "კავკასიურ ცარცის წრეში" ტრაგიკულ დედას განასახიერებ.
- ეს ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი ეპიზოდია, დედილოს როლი მაქვს. აქ აუცილებლად უნდა ვახსენო ნიკო გომელაური. ამ თბილ სცენას, როცა დედილო სასამართლოში შემოდის, მასთან ერთად ვთამაშობდი. რაც ეს სპექტაკლი გამოვიდა, ნიკოს ჩემთვის თამუნა აღარ დაუძახია და არც დაბუდუ, როგორც თეატრში მეძახდნენ, ყოველთვის მეუბნებოდა, ე, დედილო, როგორ ხარ. "კავკასიური ცარცის წრე" - ეს სპექტაკლი ჩვენი ბოლო შეხვედრა იყო, ძალიან მენატრება მეც და მთელ თეატრსაც. ეს აუცილებლად მინდა დაწეროთ, ნიკო და "თავისუფალი თეატრის" დასი ყოველთვის განუყოფელი იყო და ასე იქნება. თითოეულ მსახიობს ეხმარებოდა და ახლაც ზეციდან დაეხმარება როლის შექმნაში.
- ახლახან "თავისუფალ თეატრში" ნიკო გაიხსენეთ და სცენიდან მისი ლექსები წაიკითხეთ.
- ძალიან მიყვარს, როცა მსახიობი ლექსს კითხულობს, მაგრამ ამას გარკვეული ნიჭი და ცოდნა სჭირდება. მიმაჩნია, რომ მე არ გამომდის. ამის გაკეთება არც სუფრაზე არ შემიძლია და მით უმეტეს სცენაზე, მაგრამ ნიკო გომელაურის საღამო იყო, რომლის გამართვაც თავად სურდა და ვერ მოასწრო. მე ორი ლექსი წავიკითხე "ათი წამია, რაც გაგიცანი" და "დრო ყველაფრის მკურნალია". ჩემეულად, ჩემი გადმოსახედიდან გავაჟღერე ნიკოს დანახული ცხოვრება. საერთოდ მისი ლექსები ძალიან მომწონს და მასში დიდი სიბრძნე დავინახე, რასაც ადრე ვერ ვამჩნევდი.
- შენი თეატრალური პარტნიორების შესახებ მოგვიყევი.
- თიკო კორძაძე, მაია დობორჯგინიძე, ჯაბა კილაძე თეატრალური ინსტიტუტიდან ერთად მოვდივართ... მე და ჯაბა კიდევ ბავშვობიდან მოვდივართ. ჯერ მარჯანიშვილის თეატრში ვთამაშობდით, როცა ბავშვისsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო! როლი სჭირდებოდათ. ხშირად მითქვამს, რომ არც თეატრში და არც ტელევიზიაში ჯაბას გარეშე არასოდეს მითამაშია. ერთმანეთი კარგად გვყავს დაცდილი.
- ხშირად საუბრობენ ინტრიგებზე თეატრში, თუმცა "თავისუფალ თეატრზე" ნაკლებად გამიგია.
- დედას გეფიცები, ზუსტად ასე დაწერეთ, არ მახსოვს, ჩვენთან მსახიობებს შორის ინტრიგა ყოფილიყო. იმიტომ არა, რომ იქ ჩემი მეგობრები არიან, უბრალოდ, ძალიან შეკრული და მეგობრული დასი ვართ. როცა გასტროლებზე მივდივართ, უნდა ნახოთ, ერთმანეთს როგორ ვუვლით და როგორ პატივს ვცემთ.
- ამ თეატრის ერთ-ერთი წამყვანი მსახიობი ხარ, თუმცა ხალხმა მაინც სერიალიდან გაგიცნო. ეს არ გიქმნის დისკომფორტს?
- ასეა, ამ პატარა, ერთი ციდა ყუთს, დიდი ჯადოქრობა შეუძლია, ერთ საღამოს შენს თავს ხუთ მილიონ ადამიანს შეაყვარებს. ქუჩაში ხშირად მეძახიან უი, ქეთევანი, მაგრამ ერთხელ ერთმა პატარა ბიჭმა ელენე დამიძახა. ეს ჩემი როლია "იდიოტოკრატიაში". ძალიან გამიხარდა, რომ სპექტაკლი ჰქონდა ნანახი. ადრე გერტრუდეს მეძახდნენ, ამ როლით თბილისის თეატრალურ ფესტივალზე, რომელიც მაშინ იმართებოდა, პრიზი ავიღე. შემდეგ იყო ელენე, მოდი, ახლა ქეთევანი. ღმერთმა ქნას, კიდევ ბევრი სახელი დამიძახონ.
- ბოლო დროს შენზე ბევრი ჭორი მოვისმინე, არადა, ადრე თითქოს გინდობდნენ.
- კი, მეც გავიგე რამდენიმე, მაგრამ ძირითადად კეთილი. ახლახან თბილისში ერთ-ერთი საუკეთესო რესტორნის მფლობელობა დამაბრალეს. არადა, იქ მხოლოდ რამდენიმეჯერ ვიყავი, ისიც ქორწილში. ისე მადლობა, რა კარგია, ღმერთმა მომცეს (იცინის).
- საზოგადოებას ძალიან გულახდილად მოუყევი შენი ოჯახის დანგრევის ისტორია.
- კი, ეს ადრე იყო, იმის შემდეგ პირად ცხოვრებაზე აღარ ვლაპარაკობ. ასე გადავწყვიტე, რადგან მაინც პირადია და მარტო მე მეკუთვნის. შემიძლია, დაუსრულებლად ვილაპარაკო ჩემს შემოქმედებაზე, მიხარია, როდესაც ჟურნალისტს აინტერესებს რა როლი მაქვს ნათამაშები, ქეთევანი როგორ გავაკეთე, სად ვყოფილვარ ფესტივალზე. ერთხელ მოვყევი პირადზე და მერე ეს კითხვები ჟურნალებში კიდევ გამეორდა, ყოველთვის გულახდილად ვპასუხობდი. ახლა აღარ მინდა, დავიღალე.
- ახლა ისევ მარტო ხარ.
- კი, ამ ეტაპზე მარტო ვარ.
- მაგრამ დარწმუნებული ვარ, თაყვანისმცემლების მთელი არმია გეყოლება.
- როგორც ყველა ქალს, მაგრამ გააჩნია, მე ვინ მინდა და ვინ არა.
- ვისი მეშვეობით გიგზავნიან საჩუქრებს?
- რა ვიცი, თვითონ მაძლევენ.
- ასე გათამამდნენ ქართველები?
- (იცინის) კი, შუამავლები აღარ სჭირდებათ. ერთ რამეს გეტყვით, ყოველთვის ძალიან უცნაური მესიჯები მომდის, რომ ვიღაცას ძალიან ვუყვარვარ და ჩემი გაცნობა უნდა, მაგრამ მერე იმალებიან. ხომ ხედავთ, ინკოგნიტო თაყვანისმცემლები მყავს.
- ძვირად ღირებული საჩუქარიც ხომ არ მიგიღია?
- არა, ვგიჟდები ყვავილებზე და ეს ყველა საჩუქარს აღემატება. ერთხელ ძალიან მაგარი რამ მოხდა, სპექტაკლის მერე საგრიმიოროში მაგიდაზე ულამაზესი თაიგული დამხვდა, იცით, როგორი ბედნიერი ვიყავი. უჩუქებიათ სუნამო ან კოსმეტიკა, ასევე სათამაშო.
- ამ ინტერვიუს მერე ინკოგნიტო თაყვანისმცემლების არმია შენს გულს ყვავილებით მოინადირებს...
- (იცინის) ალბათ. როგორი რეკლამა გავუკეთე საკუთარ თავს ყვავილების სიყვარულზე.
- ახლა ისევ აქტიურ ცხოვრებას იწყებ, მზად ხარ?
- კი, სეზონი მეწყება, დილით ცხრა საათზე ავდგები, აბაზანის შემდეგ დავლევ ჩაის, მივაყოლებ კარაქიან და თაფლიან პურს, ასევე ყველს და ისე გავალ შინიდან. გაგიკვირდებათ და, ყავა არ მიყვარს, იშვიათად ვსვამ.
- შენს ხელის დაბანაზე ლეგენდები დადის. ალბათ სამსახურში წასვლამდეც ხშირად ასწრებ?
- მართლა ტიკიანი კი არ ვარ, უბრალოდ, მიყვარს სუფთა ხელები. შეიძლება ვიღაც თუ დღეში შვიდჯერ იბანს, მე თერთმეტჯერ დავიბანო, არა უშავს. მოკლედ, მუშაობით დაღლილი შინ ღამის 11-12 საათზე ვბრუნდები.
- ალბათ ტელევიზორის ყურებასაც ვეღარ ასწრებ.
- ჩემს სერიალსაც ვერ ვუყურებ, მაგ დროს სპექტაკლი მაქვს. ახლა გამეორებას ჩავუჯექი და საკუთარ თავს ვაკვირდები. რაღაც ნიუანსებს ვიჭერ, ზოგს კარგს, რაც შემდეგ სეზონში უნდა განვავითარო ან პირიქით, აღარ გავაკეთო. ასეთი ჩასაფრებული ვარ საკუთარ თავზე და მაგარი კრიტიკული როგორც ცხოვრებაში, ასევე პროფესიაშიც.
- "შუა ქალაქის" მსახიობებმა ამ ზაფხულს ერთმანეთისგან დაისვენეთ.
- ძალიან შევეჩვიე ამ ხალხს, ისე მყავს, როგორც ოჯახის წევრები. არ მბეზრდებიან, თუმცა ზაფხულში მაინც ცალკ-ცალკე ვისვენებთ. ახლა კვარიათში მე და სალომე ჭულუხაძე თითქმის მეზობლად აღმოვჩნდით. ძალიან ბევრი ვიგიჟეთ წყალში, ნაპირზე, ბუნგალოში... ერთხელ კარგ წვიმაშიც მოვყევით და დავსველდით.
- თამუნა, მარტო ცხოვრებაზე არასოდეს გიოცნებია?
- სხვათა შორის, ახლა რომ მკითხო, რას ვაპირებ, გეტყვი, რომ ვაპირებ საცხოვრებლად მარტო გადავიდე, მაგრამ არ გამომდის. მიყვარს, როცა შინ დამლაპარაკებელი მყავს, ხმაურიც მიყვარს, ტელევიზორიც. თუმცა ოჯახსაც არ უნდა. მე სულ ვამბობ, რომ გავიზარდე, მაგრამ ჩემი მშობლებისთვის ისევ მეხუთე კლასში ვარ. იცით, მარტოობის დროს რას გავაკეთებ? დავალაგებ, გავრეცხავ...
- ხელებს დაიბან რამდენჯერაც გინდა...
- კი ბევრჯერ, ძალიან ბევრჯერ, ვერავინ ვერ გამაკონტროლებს (იცინის).
- მაინც მოგწონს მარტოობა.
- არა, იმდენად არ მომწონს, რამდენადაც ვხვდები, რომ აუცილებელია, როგორც პროფესიულად გავიზარდე, ახლა ცხოვრებაშიც უნდა გავიზარდო... დამოუკიდებლად ვაკეთო რაღაცები.
- თამუნა, რაც ცნობილი გახდი, სხვა სფეროდან სამუშაოდ შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! არ გქონია?
- არა, ჯერ არა. ალბათ სკოლაში და საბავშვო ბაღში მუშაობას მე არ შემომთავაზებენ, არადა, ეს ჩემი ოცნებაა. როცა დავბერდები, ძალიან მინდა, დიდი საბავშვო ბაღი გავაკეთო, ბევრი ლამაზი ბავშვიsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო! მოვიდეს. ვგიჟდები პატარებზე. ოღონდ ეს უკვე ასაკის ოცნებაა, როცა ქალი ვიქნები, აი, ისეთი, ქურქები რომ უხდებათ.
- და მასიური ბეჭდები უკეთიათ...
- (იცინის) ჰო, მე დიდი არც ქურქი მომიხდება და არც ბეჭედი, ყველაფერი პატარა. გავაკეთებ ერთ საბავშვო ბაღს, მოვიყვან მეგობრების ბავშვებს, მერე ალბათ ოდესღაც მეც მეყოლება შვილები. შევყრი ყველას ერთად და ძალიან ბევრ სპექტაკლს დავდგამ, მეც ვიცინებ და მათაც გავაცინებ.
ნინო გიგიშვილი
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)