გენერალმა პეტრეუსმა ავღანეთში 2 ათასი ჯარისკაცის დამატება ითხოვა

გენერალმა პეტრეუსმა ავღანეთში 2 ათასი ჯარისკაცის დამატება ითხოვა

ავღანეთში აშშ-ისა და ნატოს ჯარების სარდალი გენერალი დევიდ პეტრეუსი საერთაშორისო კონტიგენტის კიდევ 2 ათასი ჯარისკაცით გაზრდას ითხოვს. გენერალს დაახლოებით 750 ინსტრუქტორი ავღანური ძალების გაწვრთნისთვის სჭირდება. ეს ინფორმაცია ამერიკულ პრესაში ბრიუსელში ნატოს შტაბ-ბინის წყაროზე დაყრდნობით გავრცელდა. ქაბულში, პეტრეუსის შტაბში მასზე კომენტარისგან თავს იკავებენ.

გამორიცხული არაა, რომ ეს თემა დღეს, აშშ-ის პრეზიდენტის ბარაკ ობამასა და ნატოს გენერალური მდივნის ანდერს ფოგ რასმუსენის შეხვედრაზე განიხილონ. როგორც თეთრ სახლში აცხადებენ, მოლაპარაკებები ავღანეთში საერთაშორისო ძალების მისიას შეეხება. 

ვაშინგტონი 2011 წლის ივლისიდან ავღანელთათვის ქვეყნის უსაფრთხოების დაცვის ფუნქციის თანდათანობით გადაცემას გეგმავს და ვარაუდობს, რომ მომავალი წლის 31 ოქტომბრისთვის ახალი ავღანური არმიის რაოდენობა 171,6 ათასით, ხოლო პოლიციის რაოდენობა 134 ათასით განისაზღვრება.

მომზადებულია itar-tass.com-ის მიხედვით.

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე