სასამართლომ ჯონ ტრავოლტას დაშანტაჟების საქმე დახურა

სასამართლომ ჯონ ტრავოლტას დაშანტაჟების საქმე დახურა

ბაჰამის სასამართლომ ჰოლივუდის მსახიობის ჯონ ტრავოლტას შანტაჟთან დაკავშირებით საქმე დახურა. საქმის მასალების თანახმად, ბაჰამის კუნძულების ორი მკვიდრი მსახიობს მისი გადაცვლილი ვაჟის ჯეტის შესახებ ინფორმაციის გამოუქვეყნებლობის სანაცვლოდ თანხას სძალავდა. ამის შესახებ "Associated Press"-ი იტყობინება.

საქმის დახურვასთან დაკავშირებით შუამდგომლობა სასამართლოში ტრავოლტების ოჯახის ინიციატივით გაიგზავნა. მსახიობის წარმომადგენლების თქმით, ეს საქმე მათ ოჯახს მორალურად ძალიან ძვირად დაუჯდა და მისი გაგრძელების აუცილებლობა აღარ არსებობს.

შანტაჟში ტრავოლტები ბაჰამის ყოფილ სენატორ პლეზანტ ბრიჯვოტერსა და "სასწრაფო დახმარების" მძღოლს ტარინო ლაიტბორნს ადანაშაულებდნენ. გამოძიების ვერსიით, ბრალდებულები მსახიობს მისი გარდაცვლილი ვაჟის - 16 წლის ჯეტის ფოტოს (სხვა ვერსიით - სამედიცინო დოკუმენტების) გამოქვეყნებაზე უარის თქმის სანაცვლოდ 25 მლნ დოლარს სთხოვდნენ. ბავშვი 2009 წლის იანვარში ბაჰამის კუნძულებზე დასვენების დროს ქრონიკული დაავადებისგან გარდაიცვალა.

ოქტომბერში სასამართლომ საქმის განხილვა დაიწყო, თუმცა გარჩევის დროს დაშვებული შეცდომების გამო ჩაიშალა. საქმის განმეორებით განხილვა უახლოეს მომავალში უნდა დაწყებულიყო.

მომზადებულია ap.org-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება