საფრანგეთში 24 საათიანი გაფიცვაა

საფრანგეთში 24 საათიანი გაფიცვაა

დღეს საფრანგეთში მასშტაბური გაფიცვა დაიწყო, რომელიც ხელისუფლების საპენსიო რეფორმის წინააღმდეგაა მიმართული. რეფორმა საპენსიო ასაკის 60-იდან 62 წლამდე გადავადებას ითვალისწინებს.

გაფიცვა 24 საათს გასტანს. საზოგადოებრივი ტრანპორტი, ბანკები, აეროპორტები და ფოსტა შეფერხებებით იმუშავებს, რიგ შემთხვევებში კი სრულებით შეწყვეტს მუშაობას. გაფიცვაში მონაწილეობას პროფკავშირები, ოპოზიცია, საზოგადოებრივ ტრანსპორტისა და სახელმწიფო სექტორის მოსამსახურეები მიიღებენ.

გაფიცვისთვის ეს დღე შემთხვევით არ შეირჩა. საფრანგეთის პარლამენტი სწორედ სამშაბათს აპირებდა საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით მთავრობისგან შემოთავაზებული წინადადების განხილვას.

მიუხედავად პროტესტისა, საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი აცხადებს, რომ არ აპირებს საპენსიო რეფორმაზე უარის თქმას, რომლის განხორციელებას თავის საპრეზიდენტო ვადაშივე ეშურება.

მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა