ავტორი:

შსს-მ გასულ წელს მომხდარი სასტიკი მკვლელობისთვის ძებნილი დააკავა

შსს-მ გასულ წელს მომხდარი სასტიკი მკვლელობისთვის ძებნილი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 43 წლის ვაჟა ტყებუჩავას მკვლელობისთვის ძებნილი პირი დააკავა.

უწყების ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის და შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული კომპლექსური საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, 2020 წელს ფოთში მომხდარი მკვლელობისთვის ძებნილი, 37 წლის ზ.ო. ქარელის მუნიციპალიტეტში დააკავეს.

დაკავებულს 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

საქმე ეხება 2019 წლის ივლისში მომხდარ მკვლელობას, როცა ბრალდებულებმა 1976 წელს დაბადებულ ვაჟა ტყებუჩავას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, შემდეგ კი, ბასრი საგნისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, სასიკვდილო დაზიანებები მიაყენეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. უგონო მდგომარეობაში მყოფი ტყებუჩავა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც მალევე გარდაიცვალა. ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, საქმე "ქურდულ გარჩევას" ეხებოდა და ტყებუჩავა სავარაუდოდ, სწორედ "კანონიერი ქურდის" დავალებით მოკლეს.

მოკლული ვაჟა ტყებუჩავა

"გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის ივლისში, ზ.ო.-მ და მისმა თანამზრახველებმა 1976 წელს დაბადებულ ვ.ტ.-ს (ვაჟა ტყებუჩავა) ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, შემდეგ თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს, ბასრი საგნისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, სიცოცხლისთვის საშიში ჭრილობები მიაყენეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. მიღებული ჭრილობების შედეგად, ვ.ტ. კლინიკაში გარდაიცვალა.

პოლიციამ, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მომხდარიდან მალევე, ჯერ სამი პირი, ხოლო მომდევნო დღეებში კიდევ ერთი პირი დააკავა.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ე" ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით, ასევე, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" და "ე" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განსაკუთრებული სისასტიკით ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს" - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

კასპში, ორი პირის მძევლად აყვანის საქმეზე ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

"მარგოშვილი შინ მიბრუნებულა და ძმისთვის უთქვამს, - იბო მოვკალიო" - სასტიკი მკვლელობა პანკისის ხეობაში, ბრალდებულს ჯერ კიდევ ეძებენ

"დაზარალებულებმა განაცხადეს, რომ ლევანის მიმართ არანაირი პრეტენზია არ აქვთ" - რას ითხოვს მიკროსაფინანსოზე თავდასხმაში ბრალდებული ლევან ზურაბაშვილი?