დორონინი ნაომი კემპბელს დეზდემონას პროტოტიპის სასახლეს უყიდის

დორონინი ნაომი კემპბელს დეზდემონას პროტოტიპის სასახლეს უყიდის

რუსი ბიზნესმენი ვლადისლავ დორონინი ვენეციის ისტორიულ ცენტრში მდებარე "კონტარინი-ფაზანის" სასახლის ყიდვას აპირებს. ამის შესახებ იტალიური სააგენტო ANSA იტყობინება.

1475 წელს აგებული სასახლე სან-მარკოს მოედანთან ახლოს, დიდ არხთან მდებარეობს. მდიდრული სასახლე, უნიკალური ჩუქურთმებიანი აივნებით, გოთურ სტილშია შესრულებული. ეს სასახლე ასევე "დეზდემონას სახლის" სახელითაც არის ცნობილი. გადმოცემის მიხედვით, სწორედ ამ სახლში ცხოვრობდა ვენეციელი ქალბატონი, რომლიც შექსპირის დეზდემონას პროტოტიპად იქცა.

დორონინს სურს სასახლე თავის მეუღლეს სუპერმოდელ ნაომი კემპბელს აჩუქოს. წყვილი უკვე შეხვდა სასახლის მფლობელს ვენეციაში, სადაც ისინი ვენეციის 67-ე კინოფესტივალზე დასასწრებად იყვნენ ჩასულნი. გარიგების საფასური ჯერჯერობით უცნობია.

ვლადისლავ დორონინი რუსული სამშენებლო კომპანია "Capital Group"-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე და ერთ-ერთი მფლობელია. დორონინისა და კემპბელის რომანი 2008 წლიდან დაიწყო.

მომზადებულია ansa.it-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება