ავტორი:

"გადარეულია, ისე უხარია... მე ნათლობის სახელს დავუძახებ" - რას ყვება დედა გიორგი მახარაძესა და მის მეუღლეზე, რომლებსაც შვილი შეეძინათ

"გადარეულია, ისე უხარია... მე ნათლობის სახელს დავუძახებ" - რას ყვება დედა გიორგი მახარაძესა და მის მეუღლეზე, რომლებსაც შვილი შეეძინათ

გუშინ მსახიობები გიორგი მახარაძე და მარიამ ნადირაძე მშობლები გახდნენ. ქვეყანას პატარა გოგონა მოევლინა და ოჯახი გააბედნიერა. როგორც იცით, გიორგის პირველი ქორწინებიდან ჰყავს შვილი, ელენე მახარაძე. ელენე ახლა 10 წლისაა და გახარებულია, რომ პატარა დაიკო შეეძინა. ჩვენ გიორგის დედას, თეო ჩივაძეს დავუკავშირდით და სასიამოვნო სიახლე მივულოცეთ.

თეო:

- დიდი მადლობა, ძალიან გახარებულები და ბედნიერები ვართ. დაიბადა ბებოს „მსუქანა“ გოგო, გიორგისავით გოლიათია. გიორგი 4,800 დაიბადა, ჩვენი პატარა გოგო კი - 4,500. ყველაფერმა კარგად ჩაიარა, დედაც კარგადაა, ბავშვიც, მამაც. მამა საერთოდ გადარეულია, ისე უხარია. უნდოდა, კიდევ გოგო ჰყოლოდათ და ახლა გახარებულია, ორი გოგოს მამა ვარო. სიმართლე გითხრათ, მეც მინდოდა გოგო ყოფილიყო, მიხარია, რომ გოგოები გვყავს.

- რა დაარქვით პატარას?

- ჯერჯერობით ჩამოყალიბების პროცესში ვართ, თუმცა მშობლებს უნდათ, რომ ნიკა დაარქვან, ნათლობის სახელი კი იოანა იქნება.

- სახელი ნიკა ჩვენთან მაინც უფრო ბიჭთან ასოცირდება..

- დიახ, მაგრამ ასე მითხრეს, შენ ნიკას ნიკოლოზთან აიგივებ, არადა არიან დები ლიზი და ნიკაო. რა ვიცი, ჯერ კიდევ ფიქრის პროცესში არიან, რას გადაწყვეტენ ზუსტად ვერ გეტყვით, ეიფორიაში არიან. ის კი ნამდვილად ვიცი, რომ იოანათი მოვნათლავთ და ბებო იოანას დაუძახებს (იცინის). წაიკითხეთ სრულად

რატომ დატოვა "ჩუქუროვა" მთავარმა გმირმა - რეალური სასიყვარულო სამკუთხედი, თუ კარიერის გამო  გადადგმული ნაბიჯი: როგორია "ილმაზის" ცხოვრება კადრს მიღმა

გაიცანით გოგონა, რომლის მრავალხმიანი "Lord of the Rings" ინტერნეტჰიტად იქცა - "ჯაზის და ფოლკლორის გამოცდილებაც მაქვს, თუმცა თავს ოპერის სცენაზე ვხედავ"

უბერებელი მონიკა ბელუჩი - 56 წლის მსახიობის ახალი ფოტოები, სტილის მასტერკლასი და უბრალოდ, შთამბეჭდავი სილამაზე