ფიდელ კასტრომ კუბის ეკონომიკური მოდელის მარცხი აღიარა

ფიდელ კასტრომ კუბის ეკონომიკური მოდელის მარცხი აღიარა

კუბის რევოლუციის ლიდერმა დილეფ კასტრომ ამერიკული ჟურნალ "The Atlantic"-ის კორესპონდენტ ჯეფრი გოლდბერგთან ინტერვიუში კუბის ეკონომიკური მოდელის მარცხზე ისაუბრა, იტყობინება ИТАР-ТАСС.

კუბის ეკონომიკური მოდელის შესაძლო ექსპორტთან დაკავშირებით ჟურნალისტის კითხვაზე, 84 წლის პოლიტიკოსმა განაცხადა, რომ "კუბის მოდელი უკვე კუბისთვისაც გამოუსადეგარია". 

ჟურნალისტის თქმით, ამ სიტყვებმა ის იმდენად განაცვიფრა, რომ თარჯიმანს ხელმეორედ თარგმნა სთხოვა. თარჯიმანმა განმარტა, რომ კასტრო კი არ უარყოფდა კუბის რევოლუციის იდეას, არამედ იმას გულისხმობდა, რომ "კუბის მოდელის" მიხედვით, "სახელმწიფო ქვეყნის ეკონომიკურ ცხოვრებაში ზედმეტად დიდ როლს თამაშობს".

ჟურნალის აზრით, კასტროს განცხადება მისი უმცროსი ძმისთვის რაულ კასტროსთვის, რომელიც ამჟამად კუბის სახელმწიფო საბჭოს დირექტორი და მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარეა, შეასძლოა, მინიშნებად იქცეს.

რაულ კასტრომ აგვისტოს დასაწყისში განაცხადა, რომ ქვეყანაში ეკონომიკური გარდაქმნები დაიწყო. ეროვნული ასამბლეის პლენარულ სხდომაზე რაულ კასტრომ აღნიშნა, რომ კუბის სახელმწიფო კომპანიებში გაბერილი შტატების მასშტაბური შემცირება დაიწყებოდა, ხოლო კერძო სამეწარმეო საქმიანობის განვითარებისთვის მეტი შესაძლებლობები გაჩნდებოდა. ამჟამად კუბაში ეკონომიკის 90%-ს სახელმწიფო აკონტროლებს.

მომზადებულია itar-tass.com-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა