ვლადიკავკაზის ცენტრში, აგრარულ ბაზარში აფეთქება მოხდა. რუსეთის ფედერაციის პროკურატურის ინფორმაციით, 12 ადამიანია დაღუპული, დაშავებული კი "ძალიან ბევრია". "ინტერფაქსის" კორესპონდენტის ცნობით, რომელიც შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა, 50-მდე ადამიანი დაიჭრა.
უკვე დადგინდა, რომ 10 კგ ტროტილის ექვივალენტი სიმძლავრის ბობმი ავტომობილში იყო განთავსებული, რომელიც ბაზრის სიახლოვეს, დასახლებულ უბანში იდგა.
"რია ნოვოსტის" ცნობით, სამართალდამცველი ორგანოების თანამშრომლები განმეორებით აფეთქებას არ გამორიცხავენ. მათ ბაზარში საეჭვო ავტომობილი აღმოაჩინეს, რომელშიც, შესაძლოა, ასაფეთქებელი იყოს დამონტაჟებული. ამ დროისთვის მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს.
მომზადებულია rian.ru-ს მიხედვით.