დაღესტანში, ირგანის ჰესზე დამონტაჟებული თვითნაკეთი ბომბი გააუვნებელყვეს

დაღესტანში, ირგანის ჰესზე დამონტაჟებული თვითნაკეთი ბომბი გააუვნებელყვეს

დაღესტანში, ირგანაის ჰესზე თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს, რომელიც ორიდან ერთ-ერთ ჰიდროაგრეგატთან იყო განთავსებული. ირგანის ჰესი ჩრდილოეთ კავკასიაში სიმძლავრით მეორე სადგურია.

"თვითნაკეთი ბომბის სიმძლავრე დაახლოებით 4 კგ ტროტილის ეკვივალენტს შეადგენდა. ის ელექტროდეტონატორებით იყო აღჭურვილი. სავარაუდოდ, ასაფეთქებელი მოწყობილობის მოქმედებაში მოყვანას დისტანციურად გეგმავდნენ", - განუცხადა "რია ნოვოსტის" ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენელმა.

მისი თქმით, ბომბი სადგურის შემოწმების შემდეგ აღმოაჩინეს, როდესაც ჰესზე გაჩენილი ხანძრის ჩაქრობა მოხერხდა. ასაფეთქებელი მოწყობილობა ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის სპეციალისტებმა გააუვნებელყვეს.

მომზადებულია rian.ru-ს მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა