ავტორი:

"დიდი ალბათობით, პოსტს დაატოვებინებენ შს მინისტრის მოადგილე კახა საბანაძეს" - ვინ შეიძლება გაჰყვეს ან გააყოლონ გახარიას ხელისუფლებიდან?

"დიდი ალბათობით, პოსტს დაატოვებინებენ შს მინისტრის მოადგილე კახა საბანაძეს" - ვინ შეიძლება გაჰყვეს ან გააყოლონ გახარიას ხელისუფლებიდან?

როგორც ირკვევა, გიორგი გახარიას პრემიერობიდან წასვლის გადაწყვეტილებამ "ქართულ ოცნებაში" სრული შოკი გამოიწვია. პარტიის წარმომადგენელთა საჯარო კომენტარებშიც ჩანს უკვე, რომ გახარიას გადადგომა გუნდთან არ შეუთანხმებია. ეს, სავარაუდოდ, განცხადების გაკეთებამდე ცოტა ხნით ადრე გაიგო ვიწრო წრემ, რომელთანაც, გახარიას, დიდი ალბათობით, მელიას საქმემდეც ჰქონდა უთანხმოება. ამ წრეს შეადგენენ პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და შს მინისტრი ვახტანგ გომელაური. ის, რომ ეს პარტიისთვის დიდი მოულოდნელობა იყო, პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, სოზარ სუბარის კომენტარიდანაც ჩანს, - გულწრფელად გითხრათ, ვერ გავიგე რატომ გადადგა გახარიაო...

მმართველ გუნდში დაჯგუფებებს შორის არსებულ დაპირისპირებას არ აღიარებენ და ამბობენ, რომ ეს ერთჯერადი უთანხმოება იყო, თუმცა თუ გავითვალისწინებთ იმ მითქმა-მოთქმას, რამაც გასულ კვირას სრულიად მედია მოიცვა და რომლის თანახმადაც, გახარია მიდიოდა, ხოლო პრემიერი კობახიძე იქნებოდა, შეიძლება ადვილად გავიზიაროთ ექსპერტ ვახტან ძაბირაძის მოსაზრება, რომ პრობლემები დიდი ხანია უკვე არის და რომ გახარიამ ისარგებლა ვითარებით და დაასწრო მოწინააღმდეგეებს, ვიდრე გადააყენებდნენ...

მმართველ პარტიამ პრემიერ-მინისტრად ირაკლი ღარიბაშვილი წარადგინა, რომელთანაც ჰქონდა, დიდი ალბათობით, გახარიას დაპირისპირება.

ცნობილია, რომ გიორგი გახარიას არც პარლამენტში და არც მინისტრთა კაბინეტში მხარდამჭერთა დიდი ჯგუფი არ ჰყოლია.

როგორც წყარო გვეუბნება, - "გახარიას უცილებლად მიჰყვება მისი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი კახა ქემოკლიძე და სხვა უმნიშვნელო ფიგურები. მისი კვოტით პარლამენტში წარმოდგენილ ჯგუფს - ირაკლი ჩიქოვანს, ალექსანდრე მოწერელიას, გიორგი ხოჯევანიშვილს, მიხეილ დაუშვილს და ბექა ლილუაშვილს რაც შეეხება, სავარაუდოდ, ეს დეპუტატებიც მიჰყვებიან გახარიას. მისი კადრები და დეპუტატები ასე უცებ შეიძლება არც წავიდნენ, ნელ-ნელა წავლენ. დიდი ალბათობით, პოსტს დაატოვებინებენ შს მინისტრის მოადგილე კახა საბანაძეს, რომელიც გახარიას კადრია და რომლის გადაყენებაზეც კარგა ხანს მიდიოდა საუბარი, თუმცა გახარიას პრემიერობის და მხარდაჭერის პირობებში “ოცნება” ამას ვერ ბედავდა. მინისტრთა კაბინეტიდანაც ალბათ 1-2 კაცი წავა, სავარაუდოდ, ესენი შეიძლება იყვნენ: დავით ზალკალიანი და ნათია თურნავა..."

როგორც გაირკვა, გახარიასთან გამოსამშვიდობებლად მისულთა შორის არ ყოფილან ამჟამინდელი ძალოვანი მინისტრები - გომელაური და ღარიბაშვილი. კითხვაზე, უსვამს თუ არა ეს ხაზს იმ გარემოებას, რომ პრემიერსა და მათ შორის მართლაც იყო დაპირისპირება, წყარო პასუხობს, რომ ისევე როგორც სხვა დანარჩენი მმართველ გუნდში, ისინი ნაწყენები და გაბრაზებულებიც არიან გახარიას ასეთი საქციელით და მათ წყენა ამ ჟესტით გამოხატეს.

"ისედაც ვამბობდით, რომ გვქონდა ღრმა ეჭვი, რუსეთთან "ნაცმოძრაობის" კავშირები" - რა განცხადებას აკეთებს კობახიძე

"ედუარდის კლასში ბევრი "ოცნების" ლიდერის შვილი იყო... ჩემს შვილს ხმა არასოდეს აუმაღლებია" - მიხეილ სააკაშვილი

"მოდიოდა ყოველთვის დაოთხილი, წელში მოხრილი, მლიქვნელური... ერთ-ერთ შეხვედრაზე შემომთავაზა ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის სახლების შეძენა..." - რას იხსენებს სააკაშვილი ივანიშვილზე და ღარიბაშვილთან დედამისის შეხვედრაზე