ყაბარდო-ბალყარეთში, ელბრუსის რაიონში მილიციის დაჯავშნული "ურალი" ააფეთქეს, რის შედეგად ”ომონის” 5 თანამშრომელი დაშავდა.
"შაბათს ღამით დაჯავშნული ავტომობილი "ურალი" და ომონის თანამშრომლები სოფელ ელბრუსისკენ მიმავალ გზაზე იმყოფებოდნენ, როდესაც ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა. შედეგად კანტუზია და მსუბუქი ტრავმები მიიღო ყაბარდო-ბალყარეთის ”ომონის” ხუთმა თანამშრომელმა", - განაცხადეს ელბრუსის რაიონის სამართალდამცველ ორგანოში.
გამომძიებელთა წინასწარი ვარაუდით, ასაფეთქებელი მოწყობილობის სიმძლავრე დაახლოებით 1 კგ ტროტილის ექვივალენტს შეადგენდა.
მომზადებულია interfax.ru-ს მიხედვით.