დიმიტრი მედვედევი 45 წლის გახდა

დიმიტრი მედვედევი 45 წლის გახდა

14 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი 45 წლის გახდა. ამ დღესასწაულის აღნიშვნას მედვედევი ოჯახურ გარემოში, სოჭში აპირებს, სადაც ის სამუშაო ვიზიტით ჩავიდა. პრეზიდენტის დღევანდელ გრაფიკში მასშტაბური საჯარო ღინისძიებები დაგეგმილი არ არის. ამის შესახებ კრემლის პრესსამსახურზე დაყრდნობით "Вести" იტყობინება.

ერთ-ერთ ინტერვიუში პრეზიდენტმა აღიარა, რომ დაბადების დღეს ოჯახურ დღესასწაულად მიიჩნევს, ამიტომ ოჯახის წევრებს მეტ დროს დაუთმობს. "სამუშაო ოჯახის წვერებისთვის დიდი დროის დათმობის საშუალებას არ მაძლევს. დაბადების დღე ერთად შეკრებისთვის კარგი მიზეზია", - განაცხადა მან. 

საკუთარ ხასიათზე საუბრისას პრეზიდენტმა აღიარა, რომ ”პოლიტიკურ ცხოველად” ჯერ არ ქცეულა, რომელიც საჯაროობაზე ისეა დამოკიდებული, როგორც ნარკოტიკზე. ”ხომ არსებობენ ადამიანები, რომელთაც political animal-ს უწოდებენ, ჯერ ჩემს თავში ეს თვისება არ აღმომიჩენია. მართალია ”მედვედევი” ვარ , მაგრამ ჯერ ცხოველად არ ვქცეულვარ. ეს ჩემი ფიზიოლოგიური მოთხოვნილება არ არის”, - განაცხადა მან.

პრეზიდენტმა ისიც აღნიშნა, რომ საჩუქრების მიღება უყვარს, თუმცა უფრო მეტად ყურადღებას აფასებს. "ჩემთვის ყველზე მნიშვნელოვანი ძვირფასი ადამიანის ყურადღებაა. როდესაც ყველაზე ახლობელი ადამიანი ცდილობს დაბადების დღე შენთვის განსაკუთრებულად აქციოს, ეს ბედნიერებაა", - აღნიშნავს მედვედევი.

მომზადებულია vesti.ru-ს მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა