ჰოლივუდში ფრედი მერკურის შესახებ ბიოგრაფიულ ფილმს გადაიღებენ

ჰოლივუდში ფრედი მერკურის შესახებ ბიოგრაფიულ ფილმს გადაიღებენ

ჰოლივუდმა ბრიტანული როკ-ჯგუფის Queen-ის ლიდერ ფრედი მერკურიზე (1946-1991) ბიოგრაფიული ფილმის გადაღება დაიწყო.

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული შემსრულებლის შესახებ ფილმის გადაღებას Queen-ის დანარჩენი წევრების: ბრაიან მეის, როჯერ ტეილორისა და ჯონ დიკონის, ასევე ჯგუფის მენეჯერის ჯიმ ბიჩის თანხმობა სჭირდებოდა, რასაც არაერთი წელი დასჭირდა. საბოლოოდ შეთანხმება შედგა და მერკურის კოლეგებმა ფილმის რეჟისორებს მათი მუსიკის ახალ ფილმში გამოყენების ნება დართეს.

როგორც პროექტის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა განაცხადა, დიდი ძალისხმევისა და ფინანსური გარიგების შემდეგ ჰოლივუდმა იდეის განხორციელება დაიწყო. "ფილმი ამ კოლექტივის ბრწყინვალე მუსიკის გარეშე ვერ შეიქმნებოდა, თავად მუსიკოსები კი აქამდე უარით გვისტუმრებდნენ", - განაცხადა მან.

ფილმის სახელწოდება ჯერ არ შეურჩევიათ. ცნობილია, რომ ის ეკრანებზე მომავალ წელს, ცნობილი მუსიკოსის გარდაცვალების 20 წლისთავზე გამოჩნდება.

მომზადებულია express.co.uk-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება