პოლონეთი ჩეჩენთა კონგრესზე ზაკაევის დასაკავებლად მზად არის

პოლონეთი ჩეჩენთა კონგრესზე ზაკაევის დასაკავებლად მზად არის

თუკი პოლონეთს 16-18 სექტემბერს "ჩეჩენთა მსოფლიო კონგრესზე" ახმედ ზაკაევი ესტუმრება, რესპუბლიკის პროკურატურას მის ძებნასა და დაკავებაზე ორდერი მომზადებული აქვს. ამის შესახებ პოლონეთის პოლიციის მთავარმა კომენდანტის პრესმდივანმა მარიუშ სოკოლოვსკიმ განაცხადა.

ზაკაევი ამჟამად დიდ ბრიტანეთში იმყოფება. 2002 წელს რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ მას დაუსწრებლად ბრალი 13 პუნქტით წაუყენა, რომელთა შორისაა: მკვლელობები, ტერორიზმი და მძევლების აყვანა. რუსეთმა დიდ ბრიტანეთს ზაკაევის გადაცემა მოსთხოვა, თუმცა 2003 წელს ლონდონის მაგისტრატურის სასამართლომ დევნილი ჩეჩენის ექსტრადაციაზე უარი განაცხადა.

მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა