ავტორი:

"ტროიკა” დაშლილია, გადაცემა დახურულია!" - რას წერს ბიძინა კულუმბეგოვი "რუსთავი 2"-ზე კიდევ ერთი გადაცემის დახურვის თაობაზე?

"ტროიკა” დაშლილია, გადაცემა დახურულია!" - რას წერს ბიძინა კულუმბეგოვი "რუსთავი 2"-ზე კიდევ ერთი გადაცემის დახურვის თაობაზე?

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ზე, "პროფილის" და "შორენას ეფექტის" შემდეგ, კიდევ ერთი გადაცემის, "თქვენი კლინიკის" დახურვის თაობაზე ხდება ინფორმაცია ცნობილი.

"ტროიკა” დაშლილია, გადაცემა დახურულია! ყველას დიდი მადლობა გულშემატკივრობისთვის", - დაწერა "ფეისბუქის" პირად გვერდზე ცნობილმა ექიმმა ბიძინა კულუმბეგოვმა, რომელიც გადაცემა "თქვენი კლინიკის" თანაწამყვანი გახლდათ.

შეგახსენებთ, ამ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ პანდემიის გამო გამოწვეული ეკონომიკური სირთულისა და არხის რეიტინგის შემცირების გამო "რუსთავი 2"-ში სტრუქტურული რეორგანიზაცია გამოცხადდა. ერთ-ერთი ვერსიით, შესაძლებელი იყო კომპანია გაკოტრებულადაც გამოცხადებულიყო.

მოგვიანებით, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტელეკომპანია "რუსთავი 2" და "პრაიმ თაიმი" ერთ ჰოლდინგად ერთიანდებიან, რაც კომპანიების წარმომადგენლებმა დაადასტურეს.

"ახლაც დავიჯერეთ, რომ გავიმარჯვეთ ინფექციაზე... ამან შეიძლება მიგვიყვანოს სავალალო შედეგებამდე" - გამყრელიძის თქმით, ეპიდსიტუაცია უარესდება

ამოქმედდება თუ არა ქვეყანაში შეზღუდვები? - ამირან გამყრელიძის განცხადება

ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მედიცინის მუშაკებსა და შესაბამის ასაკობრივ ჯგუფებს ვაქცინაციის პროცესში ჩართვა შეეძლებათ