ავტორი:

წართმეული გვირგვინი და სილამაზის დედოფალი საავადმყოფოში - "მისის შრი-ლანკას" კონკურსის სკანდალმა მსოფლიო მედიის ყურადღება მიიპყრო

წართმეული გვირგვინი და სილამაზის დედოფალი საავადმყოფოში - "მისის შრი-ლანკას" კონკურსის სკანდალმა მსოფლიო მედიის ყურადღება მიიპყრო

შრი-ლანკაში სილამაზის კონკურსი სკანდალურად დასრულდა. სცენაზე მომხდარი ინციდენტის შედეგად, გამარჯვებულმა თავის არეში დაზიანებები მიიღო.

როგორც BBC წერს, გასულ კვირას გამართულ ცერემონიაზე, მოდელმა პუშპიკა დე სილვამ "მისის შრი-ლანკას" ტიტული მოიპოვა და როდესაც შესაბამისი გვირგვინი თავზე დაადგეს, სცენაზე 2019 წლის გამარჯვებული, ქეროლაინ ჯური ავიდა, დე სილვას გვირგვინი წაართვა და სხვა გოგონას გადასცა. ამასთან, განაცხადა, რომ მას არ შეეძლო ეს ტიტული მიეღო, რადგანაც განქორწინებული იყო.

სკანდალის შემდეგ, დე სილვას გვირგვინი ორგანიზატორებმა დაუბრუნეს, რადგანაც როგორც აცხადებენ, გაარკვიეს, რომ ის განქორწინებული არ ყოფილა.

მომხდარის შემდეგ, დე სილვას ექიმის დახმარება დასჭირდა. მან კლინიკიდან "ფეისბუქში“ პოსტი გამოაქვეყნა. დაწერა, რომ მიიღებს იურიდიულ ზომებს და პასუხს მოსთხოვს ყველას "უსაფუძვლო და შეურაცხმყოფელი განცხადების გამო.“

სომხეთის ექსპრეზიდენტმა ფაშინიანს უჩივლა - რობერტ კოჩარიანი კომპენსაციის სახით 4-მილიონ სომხურ დრამს ითხოვს

ჩეჩნეთში გარდაიცვალა პოლიტიკოსი, რომლის სტუმარმაც კადიროვის პორტრეტს ხელი დაარტყა - რა ვითარებაში დაიღუპა ის და რა ვერსიებზე საუბრობენ რუსულ მედიაში

"დასავლეთზე ოცნება ისევ ჩავარდა, ვრჩებით რუსულ გუბერნიად" - როგორ აფასებენ ექსპერტები ფაშინიანის შეხვედრას პუტინთან და დაეხმარება თუ არა ეს სომხეთის პრემიერს გამარჯვებაში