პარლამენტში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან, „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრა დაიწყო.
შეხვედრას საკანონმდებლო ორგანოში მხოლოდ ის დეპუტატები ესწრებიან, რომლებმაც შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერეს. შეხვედრას ესწრება ასევე, ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი და აშშ- ის ელჩი კელი დეგნანი.
ცნობისთვის, შარლ მიშელი საქართველოში დღეს ჩამოვიდა. ის უკვე შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს.