საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ - "სამოქალაქო უფლებებისთვის" მოსკოვში იური ლუჟკოვის დაცვის კომიტეტის შექმნა გადაწყვიტა. ორგანიზაციის წარმომადგენელ ანდრეი ბაბუშკინზე დაყრდნობით, ამის შესახებ რადიო "თავისუფლება" იტყობინება.
დედაქალაქის მერის მომხრეები იმ ვითარების შესწავლას აპირებენ, რომელიც ლუჟკოვის წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიის გარშემო შეიქმნა. აუცილებლობის შემთხვევაში, კომიტეტი სხდომებსა და ქუჩის აქციებს გამართავს.
როგორც ბაბუშკინმა განმარტა, ამ კომიტეტის შექმნა მერის უსაფუძვლო კრიტიკით არის განპირობებული. ბაბუშკინმა ასევე აღნიშნა, რომ იური ლუჟკოვის საქმიანობას დადებითად აფასებს, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ საკითხში არ ეთანხმება.
მომზადებულია svobodanews.ru-ს მიხედვით.