ტარიელ ონიანმა (მულუხოვმა), რომელიც მოსკოვის საგამოძიებო იზოლატორში იმყოფება, უარყო გავრცელებული ხმები, თითქოს ასლან უსოიანზე ("დედ ჰასანზე") თავდასხმის უკან სწორედ ის იდგა. ამის შესახებ ადამიანის გატაცებაში მსჯავრდებული ონიანის ადვოკატმა ნიკოლოზ მდინარაძემ განაცხადა.
"მულუხოვი მისი სახელის მოხსენიებას ამ საქმესთან (უსოიანზე თავდასხმა) დაკავშირებით კატეგორიულად ეწინააღმდეგება", - განაცხადა მდინარაძემ.
ადვოკატის თქმით, მისთვის უცნობია ინფორმაცია, თითქოს ონიანმა იზოლატორის ხელმძღვანელობას მიმართა და დაცვის გაძლიერებას ითხოვს.
ამასთან, დედაქალაქის სამართალდამცველი ორგანოების წარმომადგენელმა განაცხადა, რომ პალატა, სადაც უსოიანი წევს, გაძლიერებული დაცვის ქვეშაა, რადგან "თავდასხმის გამეორების საშიშროება კვლავ არსებობს".
მომზადებულია rian.ru-ს მიხედვით.