ავტორი:

"ევროკავშირის მიერ გირაოს დეკლარირება ზუსტად იმის დადასტურებაა, რომ საქართველოში არიან პოლიტპატიმრები" - ხატია დეკანოიძე

"ევროკავშირის მიერ გირაოს დეკლარირება ზუსტად იმის დადასტურებაა, რომ საქართველოში არიან პოლიტპატიმრები" - ხატია დეკანოიძე

რა თქმა უნდა, ევროკავშირის მიერ, გირაოს დეკლარირება ზუსტად არის იმის დადასტურება, რომ საქართველოში არიან პოლიტპატიმრები და საქართველოში არის პოლიტიკური მართლმსაჯულება, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადა.

დეკანოიძე არ გამორიცხავს, რომ პროკურატურამ სასამართლოს დღესაც არ მიმართოს.

"ნიკა რომ პოლიტპატიმრად არის აღიარებული და აღიარა ევროკავშირმა, ეს დადასტურდა იმ საჯარო გამოხმაურებებით, რომელიც იყო 23 თებერვლის შემდეგ, მე ვგულისხმობ მის დაკავებას და ჩვენს ოფისზე თავდასხმას. ევროკავშირის მიერ, რა თქმა უნდა, გირაოს დეკლარირება ზუსტად არის იმის დადასტურება, რომ საქართველოში არიან პოლიტპატიმრები და საქართველოში არის პოლიტიკური მართლმსაჯულება იმიტომ, რომ ევროკავშირს ასეთი დეკლარირებული მიდგომა არ აქვს სხვა ადამიანების მიმართ, ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა. სხვათაშორის ასეთი დამოკიდებულება ევროკავშირს აქვს ხოლმე რუსეთში პოლიტპატიმრებზე და ბელარუსში ლუკაშენკოს პატიმრებზე და რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ პოლიტიკური მართლმსაჯულება არის საქართველოში. ჩემი წარმოსახვით ეს არ არის დემოკრატიის ზეიმი, პირიქით ეს არის იმ ვითარების კიდევ უფრო მძიმედ აღწერა, რომ სასამართლო და პროკურატურა არის ერთი ადამიანის ხელში. რა თქმა უნდა, გირაოს დეკლარირება ყოველგვარი მისი თანხმობის გარეშე არის ძალიან მნიშვნელოვანი დეკლარაცია ევროკავშირის მხრიდან. რაც შეეხება იმას, რომ ამ დრომდე პროკურატურას არ მიუმართავს სასამართლოსთვის, გუშინ სასაცილო განცხადება მოვისმინე იმასთან დაკავშირებით, რომ მეილი გვიან მივიდა და ა.შ. არ ვიცი, დაველოდოთ, იმედია დღეს მიმართავენ თუმცა არც იმას გამოვრიცხავ, რომ ეს პროცედურა გაწელონ. პროცესუალურად ყველანაირი ნორმა დარღვეულია დაკავებისას, საქმის აღძვრისას, განხილვისას - ეს არ არის სისხლის სამართლებრივი განზომილება, ეს არის პოლიტიკური ჭრილი ამ მართლმსაჯულების", - განაცხადა დეკანოიძემ.

"ევროკავშირი არც ნიკა მელიას პოლიტპატიმრობას აღიარებს და არც მის ნელსონ მანდელობას" - ალეკო ელისაშვილი

"ჩაცუცქული ძველი ბიჭები, კოორდინატორები, გახვითქული ქალები - ესენი აღარ იქნება" - ალეკო ელისაშვილი საარჩევნო რეფორმაზე

"კობახიძე კალაძეს ვერ იტანს, იმედი ჰქონდა, რომ მას ღარიბაშვილის ხელით ჩამოიცილებდა, მაგრამ..." - რა ხდება "ქართულ ოცნებაში"?