ავტორი:

რატომ "მოიტაცა" სტალინმა რუზველტი

რატომ "მოიტაცა" სტალინმა რუზველტი
  • სპეცსამსახურები - ბესიკ ალადაშვილის ბლოგი

მეორე მსოფლიო ომის თემატიკა კვლავ აქტუალურია, რადგანაც ბევრი საიდუმლო ჯერ კიდევ ამოუხსნელია. დღეს ერთ, ძალზე საინტერესო ისტორიულ ფაქტზე მოგითხრობთ, სადაც კარგად ჩანს, რომ დიდ პოლიტიკაში წვრილმანები არ არსებობს და სპეცსამსახურების ოპერატიულ-ტექნიკური რესურსების გამოყენება სტრატეგიული საგარეო-პოლიტიკური მიზნების მისაღწევად ყოველთვის იძლევა შედეგს.

1943 წლის ნოემბრის ბოლოს თეირანში გაიმართა სამი დიდი მოკავშირე სახელმწიფოს (საბჭოთა კავშირი, დიდი ბრიტანეთი და აშშ) მეთაურთა შეხვედრა. სტალინი წინასწარ მოემზადა ამ უაღრესად მნიშვნელოვანი ღონისძიებისთვის. ჯერ საბჭოთა დაზვერვამ გაავრცელა დეზინფორმაცია (რომლისაც დღესაც ბევრს სჯერა და რაზედაც შემდეგ უფრო დაწვრილებით მოგითხრობთ), რომ გერმანელებს ჰქონდათ განზრახვა, თავს დასხმოდნენ სტალინს, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ უინსტონ ჩერჩილსა და აშშ-ის პრეზიდენტ ფრანკლინ რუზველტს. მეორე ეტაპზე, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტი რუზველტი თეირანში ამერიკის საელჩოში (რომელიც კილომეტრ-ნახევრით იყო დაშორებული კონფერენციის ჩატარების ადგილს) მივიდა, მან სტალინისგან საიდუმლო წერილი მიიღო, რომელშიც ის სთავაზობდა, უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, საბჭოთა საელჩოში გადასვლას და კონფერენციის დასრულებამდე იქ დარჩენას. პარალელურად, საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სახალხო კომისარი მოლოტოვი არწმუნებდა ამერიკელებსა და ბრიტანელებს თითქოს მას ჰქონდა ინფორმაცია, რომ გერმანელთა სპეცრაზმები გეგმავდნენ თავდასხმას "დიდ სამეულზე".

უნდა ითქვას, რომ რუზველტს ჯერ ჩერჩილმა შესთავაზა ბრიტანეთის საელჩოში გადასვლა. თუმცა რუზველტმა, რომელსაც არ სურდა სტალინისთვის ამერიკულ-ბრიტანულ შეთქმულების არსებობაში დაეჭვების საბაბი მიეცა, სტალინის წინადადება მიიღო. სტალინმა კი კარგად გამოიყენა ის გარემოება, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დროებით საბჭოთა საელჩოში ცხოვრობდა. გააგრძელეთ კითხვა

რუსული თანამგზავრი, რომლითაც ირანი შეძლებს, თვალყური ადევნოს პოტენციურ სამხედრო სამიზნეებს ახლო აღმოსავლეთში - რას გეგმავს რუსეთი?

ჩამოგდებულ "ბოინგში" რუსული "ბუკის" ფრაგმენტები აღმოაჩინეს

როგორი იყო საქართველოს სამხედრო დაზვერვა 1918-1921 წლებში - საინტერესო ცნობები დემოკრატიული რესპუბლიკის სპეცსამსახურებზე