The New Times: ლუჟკოვის გადადგომისთვის ბრძანება მზადაა

The New Times: ლუჟკოვის გადადგომისთვის ბრძანება მზადაა

მედიისთვის ცნობილი გახდა, თუ როდის გადაწყვეტს დიმიტრი მედვედევი მოსკოვის მერის ბედს. იური ლუჟკოვის თანამდებობიდან წასვლის შესახებ დოკუმენტაცია პრეზიდენტის მაგიდაზე დევს და მას დღესვე შეუძლია ხელის მოწერა.

ლუჟკოვის თანამდებობიდან გადადგომის საკითხი დიდი თეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოების შემოწმების შემდეგ გადაწყდა.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, ფედერალური ტელეარხების მიერ ლუჟკოვისთვის ძირის გამოთხრის კამპანია დიდი ხნის წინ დაიწყო, რომელსაც ახლა თეატრთან დაკავშირებული სიტუაციაც დაერთო. 

”ეს ფედერალური ობიექტია და ჩატარებულ სამუშაოებსაც ისინი აფინანსებენ. ჯერ კიდევ 2009 წლის შემოდგომაზე მედვედევმა თეატრის რეკონსტრუქციისათვის უწყებათაშორისო სამუშაო ჯგუფი შექმნა, რომელსაც სათავეში მისი ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე ალექსანდრ ბეგლოვი ჩაუდგა. ჯგუფს პროექტის კურირება დაევალა. კვირაც არ გადის ისე, რომ თეატრში პიარის გასაკეთებლად ან ლუჟკოვი, ან მისი გარემოცვიდან რომელიმე ჩინოვნიკი არ გამოცხადდეს.

ისინი ტელეკამერების წინ თავდაუზოგავად იწყებენ იური მიხაილოვიჩის ქება-იდებას, ეს კი მედვედევს აცოფებს”, - აცხადებს სამშენებლო საქმიანობასთან დაახლოებული ინკოგნიტო ჩინოვნიკი.

მერის წინააღმდეგ დაწყებული კამპანიის ორგანიზატორთა აზრით, ლუჟკოვი საკუთარი ნებით გადადგება.

მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით. 

 

 

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა