კიევი დემოკრატიულ პრინციპებზე უარს ამბობს

კიევი დემოკრატიულ პრინციპებზე უარს ამბობს

ft.com

გასულ კვირაში, ევროკავშირის და აშშ-ის წარმომადგენლებმა უკრაინას მიმართეს და მას ჟურნალისტების სათანადოდ დაცვა მოსთხოვეს. ეს ხდება ათი წლის მერე მას შემდეგ, რაც ჟურნალისტი გიორგი ღონღაძე სასტიკად მოკლეს.

მათი ტონი ძველებურად მომთხოვნია. უკრაინის ხელისუფლებას კითხვები დაუსვეს ახლახან დაკარგული კიდევ ერთი გამომძიებელი ჟურნალისტის, ვასილი კლიმენტევის შესახებ. მედიისა და უფლებადამცველი ორგანიზაციებისთვის, კლიმენტევის საქმე პრესის თავისუფლებისა და სხვა დემოკრატიული თავისუფლებების განადაგურების სიმბოლოდ იქცა, რომელთა მიღწევაც 2004 წლის ნარინჯისფერი რევოლუციის წყალობით გახდა შესაძლებელი. ეს პროცესი მას შემდეგ დაიწყო, რაც თებერვალში პრეზიდენტად პრორუსული ვიქტორ იანუკოვიჩი აირჩიეს. ზოგიერთები იანუკოვიჩს იმაში ადანაშაულებენ, რომ მას ქვეყანა ერთგვარი ავტორიტარიზმისკენ მიჰყავს, რაც პუტინის რუსეთისთვისაა დამახასიათებელი.

ეს შიშები უსაფუძვლო არ არის. იანუკოვიჩი კონსტიტუციური კანონებით მანიპულირებდა, რათა საპარლამენტო უმრავლესობა მიეღო. სამი მოსამართლე, რომელიც ჯერ კიდევ მისი პროდასავლელი წინამორბედის, ვიქტორ იუშჩენკოს დროს დაინიშნა, საეჭვო გარემოებებში გადადგა. ამ ზაფხულში კი იანუკოვიჩის კოალიციამ მიიღო (თუმცა მოგვიანებით ნაწილობრივ გააუქმა) კანონი, რომელიც ოქტომბერში დაგეგმილ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში კონკურენციას ზღუდავდა. იანუკოვიჩის ცინიზმი იმაში მდგომარეობს, რომ მანამდე, სანამ ის პრეზიდენტი გახდებოდა, პრეზიდენტის უფლებამოსილების დიდი ნაწილი პარლამენტისთვის გადმოქაჩვას ცდილობდა, რომელზეც ის ადრე თამაშობდა.

იმავდროულად, ჟურნალისტები ჩივიან, რომ დაშინება და ცენზურა ბრუნდება. ახლახან, ოპოზიციასთან დაკავშირებულ ორ დამოუკიდებელ ტელეარხს, კიევის სასამართლომ რამდენიმე ლიცენზია ჩამოართვა. ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ აცხადებს, რომ მედიის „მუშაობისთვის ხელის შეშლის პირდაპირი მცდელობების რიცხვმა საგრძნობლად იმატა“.

მაგრამ უკრაიანა რუსეთისგან განსხვავებულია - უკრაინის პარტიებისთვის დამახასიათებელია საქმიანი წრეების ინტერესების წარმოდგენა. ამგვარად, იანუკოვიჩის მმართველობა ოლიგარქების ჯგუფის მიერ ხელისუფლების ხელში ჩაგდებას უფრო ჰგავს, ვიდრე პუტინის ავტორიტარიზმს. როგორც 2004-მა წელმა ცხადყო, უკრაინელებს გაცილებით დიდი მზადყოფნა აქვთ დაიცვან საკუთარი უფლებები, ვიდრე რუსებს.

როგორი რეაქცია უნდა ჰქონდეს ამ ყველაფერზე დასავლეთს? მისთვის ეს დილემაა. მკვეთრი კრიტიკა იანუკოვიჩს რუსეთისკენ კიდევ უფრო მეტად უბიძგებს. ევროკავშირმა უკრაინაზე მისი გავლენის ნაწილი უკვე დაკარგა, როდესაც უკრაინის წინა მთავრობა წევრობასთან დაკავშირებით გაურკვეველ მდგომარეობაში დატოვა - სწორედ ის მთავრობა, რომლის შიდა დაპირისპირებებმაც ბევრი უკრაინელის იმედგაცრუება გამოიწვია. მაგრამ არსებობს იმის გარკვეული ნიშნები, რომ იანუკოვიჩის უკან მდგომ ბიზნესმენებს, რუსეთზე მეტად მჭიდრო კავშირების დამყარება ევროკავშირთან ურჩევნიათ. ასეთ შემთხვევაში, ევროკავშირმა განსაკუთრებული აქცენტი უნდა გააკეთოს იმაზე, რომ ინტეგრაცია ევროპული ღირებულებების გაზიარებას ნიშნავს. ნარინჯისფერი რევოლუციის მემკვიდრეობა საკმაოდ არაერთგვაროვანია. დემოკრატიული მიღწევების დაკარგვა დაუშვებელია.

ForeignPress

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა