ახალზელანდიური კომპანია Martin Aircraft Company იმედოვნებს, რომ აშშ-ის არმიის შეიარაღებაში მის შექმნილ პერსონალურ საფრენ აპარატს სულ მალე მიიღებენ.
ამ კონპანიის ინჟინრები საფრენ აპარატ Jetpack-ზე თითქმის 30 წელია მუშაობენ. აშშ-ის სამოქალაქო ავიაციის ფედერალური სამმართველო ამ აპარატით, რომელიც ბენზინის ძრავითა და ორი პროპელერით არის აღჭურვილი, ბოლო წლებია დაინტერესდა, შარშანწინ კი მას სერტიფიკატიც მიანიჭა.
სამხედროები Jetpack-ს ტვირთის გადასატან, უპილოტო საფრენ აპარატად გამოიყენებენ. "მფრინავ ზურგჩანთას" 3 კმ სიმაღლეზე აფრენა და 100 კმ/სთ სიჩქარის განვითარება შეუძლია. თეორიულად, აპარატი რთული რელიეფის ბრძოლის ველიდან ევაკუაციისთვისაც გამოდგება.
მომზადებულია martinjetpack.com-ის მიხედვით.