ავტორი:

"საქართველოში არ ვარ... უცხოელ მეგობრებს ჩვენს ქვეყანაზე ვუყვები და თან ვდარდობ, არ ნახონ, როგორ ვუხეთქავთ თავს ჩვენიანს და სტუმარს" - რას წერს ნათია ფანჯიკიძე?

"საქართველოში არ ვარ... უცხოელ მეგობრებს ჩვენს ქვეყანაზე ვუყვები და თან ვდარდობ, არ ნახონ, როგორ ვუხეთქავთ თავს ჩვენიანს და სტუმარს" - რას წერს ნათია ფანჯიკიძე?

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე პოსტს აქვეყნებს და რუსთაველის გამზირზე, გუშინ განვითარებულ მოვლენებსა და რადიკალური ჯგუფების მიერ მედიაზე ძალადობის ფაქტებს ეხმაურება:

"საქართველოში არ ვარ. უცხოელ მეგობრებს ერთი კვირაა ჩვენს ქვეყანაზე ვუყვები, ვაქებ, ვტრაბახობ, ვაწონებ, ვეპატიჟები და გუშინდელს მერე იმას ვდარდობ, ახალი ამბებით არ დაინტერესდნენ და არ ნახონ, როგორ ვუხეთქავთ თავს ჩვენიანს და სტუმარს განურჩევლად. ინტელექტუალური ხალხია, მათი გატანილი აზრი, ჩვენი ქვეყნის შეყვარება სასარგებლოა სახალხო დიპლომატიისთვის, ჩვენი ყველას შვილის მომავლისთვის. ხომ გჯერათ, რომ საკუთარი შვილებისთვის საუკეთესო მინდა? ხოდა ხომ ვცდილობ, მათ კარგ ქვეყნებში, კარგ უნივერსიტეტებში სწავლას შევუწყო ხელი.

მათი მოგზაურობის უფლებას, სტუმრების მიღების უფლებას. მოგზაურობა ხომ კიდევ უფრო ავითარებს ადამიანებს, ის რასაც შეეხე, ახლოს გაეცანი, შენი თვალით ნახე. ხომ გჯერათ, რომ წყნარ, გაღიმებულ, წინ მიმავალ ქვეყანაში მინდა იზრდებოდნენ ჩემი შვილები და თქვენი ყველას შვილის ბედნიერების გარეშე ეს ხომ შეუძლებელი იქნება? როდესმე ხომ უნდა ჩავითვალოთ უსაფრთხო ქვეყნად? ხომ ყველა კარგად უნდა იყოს, რომ თითოეული ჩვენგანი გრძნობდეს თავს ნამდვილად კარგად. კარგი, მე ერთი გაჩეჩილი, მხიარული ქალი გგონივართ იქნებ, მაგრამ იმასაც ხომ ხედავთ, რომ მთავრობის წევრები და ყველა, ვისაც ოდნავ შესაძლებლობა აქვს, ცდილობს იგივეს, რასაც მე ჩემი შვილებისთვის?

ხოდა ნუ დაუჯერებთ მათ, ვინც თქვენი შვილების მომავლისთვის ერთმანეთის ხოცვისკენ გიბიძგებთ, დღეს მუშტებით, გუშინ ავტომატებით, ხვალ ისევ იარაღს დაგვირიგებენ. გავუფრთხილდეთ ერთმანეთს. ტყუილია ყველა "ფასეულობას" ამოფარებული წაქეზება, რომელიც ერთმანეთს გვაკარგინებს, ფიზიკურად და მორალურად გვაზიანებინებს. ნურც მათ დაუჯერებთ, რუსეთის სიკეთეზე ვინც გელაპარაკებათ. ვინც გეუბნებათ, რომ ჩვენი ბრალია, ქვეყანა რომ ჩამოგვაგლიჯეს. ერთ თანამდებობის პირს მაინც იცნობთ, ან აგრესიულ რომელიმე მღვდელს თუნდაც, შვილს რომ რუსეთში ასწავლის, ან ჟიგულით დასეირნობს. თქვენთვის სხვა საქართველო უნდათ და თავისთვის სხვა?

სხვა საქართველო არ არსებობს. ერთია და ყველა ჩვენგანის სახლია. სულელია, ვისაც ჰგონია იმეფებს, სხვებს თუ ამოძირკვავს. ხანმოკლეა ეგეთი "ბატონობა" და ქვეყნის გადარჩენისკენ არ არის მიმართული. არავის არ უნდა დავემორჩილოთ, ვინც გვეუბნება, დაარტყი, ქვა ესროლე და დააზიანე შენიანიო. გვაქვს სიტყვები, ვაგინოთ ერთმანეთს ხანდახან, თუ ეს აუცილებელია, მაგრამ ცემა? ხოცვა? აღარ გაგვაჩნია გამოსაშვები სისხლი. ერთმანეთის თმის ღერს უნდა ვუფრთხილდებოდეთ, ორი გრამი ტვინი მაინც თუ გვაქვს თავში" - წერს ფანჯიკიძე.

ცნობისთვის, 2021 წლის 5 ივლისს “ღირსების მარშის“ მოწინააღმდეგე აგრესორთა სამიზნე მოქალაქეები, განსაკუთრებით კი - ჟურნალისტები და ოპერატორები აღმოჩნდნენ, რომელთაც ქვებს, ხელკეტებსა და მუშტებს უშენდნენ მაშინ, როდესაც ისინი პროფესიულ მოვალეობას ასრულებდნენ.

დაშავდა მასმედიის 53 წარმომადგენელი, მათგან რამდენიმე ჯერ კიდევ კლინიკაშია მოთავსებული, ზოგიერთს გადაუდებელი ოპერაციაც კი დასჭირდა, მაგალითად, "პალიტრანიუსის“ ოპერატორს რომა ტარუღიშვილს, რომელსაც თავის ტრავმა და ცხვირის ძვლების მოტეხილობა აღენიშნებოდა. არ დარჩენილა თითქმის მედიასაშუალება, რომელსაც ერთი დაზარალებული მაინც არ ჰყავს. რამდენიმეს ჯანმრთელობის მდგომარეობა კი უკიდურესად მძიმეა.

"თუ მე მეორედ ჩამოტარებულ ხინკლად მთვლი, მგონი სჯობს, გააგრძელოთ რუსული, დიეტური, კატლეტის ჭამა" - რას პასუხობს სააკაშვილი პატარაიას?

"დღეს, შოთა ქარსელაძე მიიბარა ქართულმა მიწამ... მან გმირობის მაგალითი მოგვცა" - რას წერს თალაკვაძე ბიჭზე, რომელმაც სიცოცხლის ფასად მოზარდი გადაარჩინა

"ევროპაში არცთუ დიდი ხნის წინ ქალს ხმა არ ქონდა არჩევნებში... ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ ამერიკაში ფერადკანიანებს დევნიდნენ..." - რას წერს მაკა ჩიჩუა