ავტორი:

კიდევ ერთი დაპირისპირება პარლამენტთან - "სხდომათა დარბაზში რაღაც არ მოვეწონე და დეპუტატმა ჩიგოგიძემ ხელი ჩამარტყა"

კიდევ ერთი დაპირისპირება პარლამენტთან - "სხდომათა დარბაზში რაღაც არ მოვეწონე და დეპუტატმა ჩიგოგიძემ ხელი ჩამარტყა"

"პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიზე, სადაც ჟურნალისტები იმყოფებიან, "ქართული ოცნების" დეპუტატ ვასილ ჩიგოგიძესა და "მთავარი არხის" გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიას, ჟურნალისტ ნანუკა ჟორჟოლიანს და ჟურნალისტ ვახო სანაიას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

ვასილ ჩიგოგიძეს, რომელიც პარლამენტის შენობიდან გამოვიდა, მედიის წარმომადგენლებმა ჰკითხეს, რატომ არ მისცეს უმრავლესობის წევრებმა ჟურნალისტებს პარლამენტის შენობაში შესვლის საშუალება, რისი ლეგიტიმური უფლებაც აქვთ.

ნიკა გვარამიამ დეპუტატს ჰკითხა, რატომ მიაყენა მან ჟურნალისტ ნენე დალაქიშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა და რატომ დაარტყა წიხლი. დეპუტატმა ბრალდება უარყო, რა დროსაც ნიკა გვარამია ნენე დალაქიშვილს დაუკავშირდა და კითხვით მიმართა, ნამდვილად დაარტყა თუ არა წიხლი მას ვასილ ჩიგოგიძემ. ჟურნალისტმა კამერების თანდასწრებით ე.წ. სფიქერით ნიკა გვარამიას უთხრა, რომ ჩიგოგიძემ მას ფიზიკური შეურაცხყოფა ნამდვილად მიაყენა.

"სხდომათა დარბაზში რაღაც არ მოვეწონე და ჩამარტყა დეპუტატმა ჩიგოგიძემ წიხლი არა, ხელი ჩამარტყა", - განაცხადა ნენე დალაქიშვილმა, რა დროსაც ვასილ ჩიგოგიძემ გვარამიას და ადგილზე მყოფ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ნენე დალაქიშვილი იტყუება, რადგან მას წიხლი არ დაურტყამს მისთვის.

"რატომ იტყუები ნიკა?! წიხლი ამოვარტყი? ", - მიმართა გვარამიას ვასილ ჩიგოგიძემ.

ჩიგოგიძის ამ წინადადებას ადგილზე შეძახილები მოჰყვა. დეპუტატს ჟურნალისტებმა განუმარტეს, რომ მნიშვნელობა არ აქვს ჟურნალისტს წიხლს დაარტყამდა თუ ხელს, მათი თქმით, ფაქტი ისაა, რომ მან დალაქიშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

ამასთან, ჟურნალისტმა ვახო სანაიამ დეპუტატს უთხრა, რომ “ირაკლი კობახიძემ იმ ტელევიზიის დამფუძნებელს, რომლის ჟურნალისტიც ხელისუფლებამ მოკლა, ნაბიჭვარი უწოდა".

გარდა ამისა, ადგილზე, სიტყვიერი დაპირისპირება იყო ჩიგოგიძესა და მოძრაობა "საქართველოსთვის" წევრებს შორის.

ჩიგოგიძემ ტერიტორია პოლიციის დახმარებით დატოვა.

"ლექსოს მეგობარი ყოფილა საუკეთესო რეანიმატოლოგი და "გონშიკი"... სირცხვილია" - როგორ ეხმაურება გია ხუხაშვილი შსს-ს ბრიფინგს

"ქართული ოცნების" ოფისთან დაკავებულებს შორის ჟურნალისტი და ოპოზიციური პარტიების წევრები არიან

"ოცნების" ოფისთან აქცია დასრულდა - ნიკა გვარამიამ შეკრებილებს მოუწოდა, რომ პროტესტი ხვალ, ლექსო ლაშქარავას დაკრძალვის შემდეგ გააგრძელონ