მოსკოვში ბიზნესმენი ქალი მოკლეს

მოსკოვში ბიზნესმენი ქალი მოკლეს

დედაქალაქის რაიონული საბჭოს სიახლოვეს დაუდგენელმა პირმა 50 წლის ქალბატონი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. სავარაუდოდ, მკვლელი მსხვერპლს ავტოსადგომთან ჩაუსაფრდა. ქილერმა "იაგუარიდან" გადმოსულ ქალბატონს კეფის არეში რამდენჯერმე ესროლა.

"მოკლული - 50 წლის ელენა მელნიკოვა, საკვები პროდუქტების მწარმოებელი კომპანია "ლუქს-ვერსიის" გენერალური დირექტორი იყო. მეზობლებმა სროლის ხმა გაიგეს, რის შემდეგაც გარეთ გამოვიდნენ და საცხოვრებელი სახლის სიახლოვეს მოკლული ელენას ცხედარი აღმოაჩინეს", - განაცხადა ჟურნალისტებთან  მილიციის ადგილობრივი განყოფილების თანამშრომელმა.

ბოლო დროს რუსეთში, განსაკუთრებით მოსკოვში, ბიზნესმენებზე თავდასხმები შესამჩნევად გახშირდა, რასაც დამნაშავეთა სამყაროს გააქტიურებითა და კრიმინალური ავტორიტეტების მიერ გავლენის სფეროების გადანაწილებით ხსნიან.

მომზადებულია lifenews.ru-ს მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა