იაროსლავ კაჩინსკი აშშ-სა და ევროკავშირს რუსეთის წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლისაკენ მოუწოდებს

იაროსლავ კაჩინსკი აშშ-სა და ევროკავშირს რუსეთის წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლისაკენ მოუწოდებს

პოლონეთის გარდაცვლილი პრეზიდენტის, ლეხ კაჩინსკის ტყუპისცალი ძმა, იაროსლავ კაჩინსკი აშშ-სა და ევროკავშირს რუსეთის წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლისაკენ მოუწოდებს. ამის შესახებ "The Warsaw Business Journal"-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, პარტია "უფლებები და სამართლიანობის" ლიდერმა, იაროსლავ კაჩინსკიმ ათობით დიპლომატისა და ევროპარლამენტის ასობით წევრის სახელზე დაწერა მიმართვა, რომელშიც ნათქვამია, რომ რუსეთის მცდელობას, გააფართოვოს გავლენის სფეროები, ევროკავშირი და ამერიკა ერთობლივად უნდა შეეწინააღმდეგონ.

"მოგიწოდებთ, მკაცრი პოლიტიკა გაატაროთ რუსეთის წინააღმდეგ. ჩვენ გავხდით მოწმენი რუსეთის მცდელობისა, დაეკნინებინა ჩვენი რეგიონის როლი ევროპაში. რუსეთი, შესაძლებელია, კარგი ბიზნესპარტნიორია, მაგრამ ამ ქვეყნის ხელისუფლება პატივს არ სცემს ღირებულებებს და ევროატლანტიკური პოლიტიკური სფეროს სტანდარტებს", - ნათქვამია კაჩინსკის მიმართვაში.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა