მოსკოვში მხატვარ ნათელა თოიძის გამოფენა იხსნება

მოსკოვში მხატვარ ნათელა თოიძის გამოფენა იხსნება

5 ოქტომბერს რუსეთის დედაქალაქში ცნობილი ფერმწერის, რუსეთის სამხატვრო აკადემიის წევრ-კორესპონდენტის, ქართველი ნათელა თოიძის გამოფენა იხსნება.

მსურველებს მხატვრის ტილოების ხილვა რუსეთის სამხატვრო აკადემიის საგამოფენო დარბაზებში 31 ოქტომბრამდე შეეძლებათ. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება მხატვრის როგორც ძველი, ისე ახალი ნამუშევრები.

ნათელა თოიძის ნამუშევრები რუსეთის რამდენიმე სახელმწიფო მუზეუმში, მათ შორის მოსკოვის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმშია დაცული. გამოფენაზე მხატვრის 60-მდე ტილო იქნება წარმოდგენილი.

მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება