ლუჟკოვი ქალაქების მართვის ფაკულტეტის დეკანი გახდა

ლუჟკოვი ქალაქების მართვის ფაკულტეტის დეკანი გახდა

იური ლუჟკოვი მოსკოვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მსხვილი ქალაქების მართვის ფაკულტეტის დეკანი გახდა.  ექსმერმა მოსკოვის პირველი მერის, გავრილ პოპოვის უნივერსიტეტში იპოვა თავშესაფარი.

ლუჟკოვი დღეს პირველად მივიდა ახალ კაბინეტში. დღემდე ექსმერი ამ ფაკულტეტის სამეცნიერო ხელმძღვანელი იყო.

”სტუდენტები ჯერ არ მინახავს, პედაგოგებს კი უკვე მივულოცე, რომ მათ ახალი დეკანი ჰყავთ, პროგრამა განვსაზღვრეთ და სტუდენტებთან შეხვედრა დავგეგმეთ”, - განაცხადა ლუჟკოვმა.

უნივერსიტეტის თანამშრომლებმა რუსულ ინტერნეტგამოცემას დაუდასტურეს ინფორმაცია ლუჟკოვის ახალი სტატუსის შესახებ. 

მომზადებულია lifenews-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა