მოსკოვი სამხედრო სფეროში მინსკზეა დამოკიდებული

მოსკოვი  სამხედრო სფეროში მინსკზეა დამოკიდებული

მოსკოვსა და მინსკს შორის წამხდარი პოლიტიკური ურთიერთობა სამხედრო თანამშრომლობაზე ჯერ კიდევ არ ასახულა. ვინაიდან რუსეთი ბელორუსის სამხედრო პროდუქციაზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული, მეზობელთან სამხედრო სფეროში ურთიერთობის გაფუჭებას უფრთხის.

მიუხედავად რუსეთსა და ბელორუსს შორის ბოლო დროს გართულებული პოლიტიკური ვითარებისა, ამ ორი ქვეყნის სამხედრო კონტაქტები თამამად შეიძლება შეფასდეს, როგორც პროდუქტიული. მოსკოვმა და მინსკმა ხელი მოაწერეს და თითქმის სინქრონულად გაუკეთეს რატიფიკაცია მოკავშირე სახელმწიფოების გარე საზღვრების ერთობლივად დაცვას და შექმნეს ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ერთიანი რეგიონალური სისტემა.

შარშან, ბელორუსის ტერიტორიაზე პოსტსაბჭოთა ისტორიაში უდიდესი სამხედრო წვრთნები "დასავლეთი 2009" ჩატარდა, ხოლო წელს ზაფხულში რუსეთის პოლიგონზე ბელორუსის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვისა და სამხედრო-საჰაერო ძალების დასავლეთ და ჩრდილოდასავლეთ სარდლობის ოპერატიულ-ტაქტიკური ძალების წვრთნები გაიმართა.

მიუხედავად ამისა, ორი სახელმწიფოს სამხედრო უწყებებს შორის პრობლემები მაინც არსებობს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროში მიიჩნევენ, რომ მინსკთან ურთიერთობის გაფუჭება რუსეთის არმიის შეიარაღების პროგრამის შესრულებას ხელს მნიშვნელოვნად შეუშლის. ამის გამო რუსი სამხედროები ორ ქვეყანას შორის სამხედრო-ტექნიკურ თანამშრომლობაზე შეთანხმების რატიფიცირებას ცდილობენ.

არადა, რუს სამხედროთა შეშფოთება უსაფუძვლო სულაც არაა. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ რუსეთი სამხედრო სფეროს ზოგიერთ მიმართულებაში "კრიტიკულადაა დამოკიდებული" ბელორუსის სამხედრო მრეწველობაზე. მაგალითად, რუსული მოძრავი კომპლექსების "Тополь-М"-ის შასი მინსკის ქარხანაში მზადდება.

მომზადებულია ng.ru-ს მიხედვით.

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე