ნაომი კემპბელი და ბარ რაფაელი იბიცაზე საყვარლებთან ერთად ისვენებენ

ნაომი კემპბელი და ბარ რაფაელი იბიცაზე საყვარლებთან ერთად ისვენებენ

სუპერმოდელი ცოლების წყალობით, ჰოლივუდის მსახიობი ლეონარდო დიკაპრიო და რუსი ოლიგარქი ვლადისლავ დოდრონინი ახლა მეგობრები არიან. ბარ რაფაელთან და ნაომი კემპბელთან ერთად ისინი იბიცაზე ისვენებენ.

აგვისტოში შეყვარებულებმა დორონინის კუთვნილი მდიდრული იახტით სარდინიის გარშემო იმოგზაურეს. ლეონარდო რუსი მილიონერის სტუმართმოყვარეობით აღფრთოვანებული დარჩა. დორონინმა მაშინ ჰოლივუდის მსახიობს იოგას ვარჯიშებიც კი შეაყვარა. დორონინი პერსონალური მწვრთნელის მეთვალყურეობით იოგას მეთოდით რეგულარულად ვარჯიშობს.

მას შემდეგ ერთი თვე გავიდა, მეგობრებს ერთმანეთი მოენატრათ და გართობა ისევ გადაწყვიტეს. ამ დროის განმავლობაში ნაომიმ პოდიუმზე ყოფნის 25-ე წლისთავი გრანდიოზულად აღნიშნა.

ვლადისლავი და ნაომი იბიცაზე ხშირად ჩადიან. ეგზოტიკური კუნძულით დი კაპრიოც აღფრთოვანებულია. სწორედ იბიცაზე შარშან მსახიობმა რუსი მოდელი ანა ვიალიცინა გაიცნო და მასთან რომანი გააბა. თუმცა ამჯერად ლეო სამაგალითოდ იქცევა და ბარ რაფაელს ერთი წუთითაც არ ტოვებს.

წყვილები ირუჯებიან და აკვალანგით ცურაობენ. იოგას მეთოდით ახლა უკვე ოთხივე ვარჯიშობს. პაპარაცებმა გამთენიისას მათ სურათები მაშინ გადაუღეს, როდესაც მწვრთნელის მითითებით ვარჯიშობდნენ.

ბარ რაფაელს ვარჯიში მალე მობეზრდა და პლაჟისკენ გაემართა, ლეო კი გაკვეთილს ბოლომდე დაესწრო. ბოლო ფილმის გადაღების დროს პროდიუსერებმა მსახიობს 7 კგ დააკლებინეს. ახლა ის ფორმას ინარჩუნებს.

მომზადებულია eg.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება