კარიბის ზღვაში ჰოლანდიის ყოფილ კოლონიებს - კიურასაოსა და სენ-მარტენს ნიდერლანდების შემადგენლობაში დამოუკიდებელ სახელმწიფოთა სტატუსი მიენიჭათ.
კოლონია არუბამ იგივე სტატუსი 1986 წელს მიიღო, საბას, სენ-ესტატიუსისა და ბონაირეს კუნძულები კი ნიდერლანდების მუნიციპალიტეტებად გამოცხადდნენ.
ამიერიდან ჰოლანდიის ხელისუფლება, ახალ სახელმწიფოებთან მიმართებაში, პასუხისმგებელი მხოლოდ მათ საგარეო პოლიტიკასა და თავდაცვაზე იქნება. საგადასახადო პოლიტიკას კი კიურასაო და სენ-მარტენი თავად განსაზღვრავენ.
აღსანიშნავია, რომ ყოფილ კოლონიებს ფინანსურ საკითხებზე კონფლიქტი ხშირად მოსდიოდათ და შესაძლოა, სტატუსთან დაკავშირებულმა ცვლილებებმა მათ შორის ურთიერთობა მოაწესრიგოს.
მომზადებულია lifenews.ru-ის მიხედვით.