ეკა ჩხეიძე ქუჩაში მანქანებს ექიშპება

ეკა ჩხეიძე ქუჩაში მანქანებს ექიშპება

მსახიბი ეკა ჩხეიძე უშიშარი, მაგრამ დაუნდობელიც ყოფილა. არ ეშინია არაფრის თაგვის გარდა, თქვენ წარმოიდგინეთ, ტურბულენტულ ზონაში, როცა თვითმფრინავი პანიკამ მოიცვა, ეკა მშვიდად იჯდა და ჭამდა. სამაგიეროდ, თუ გაბრაზდა, არაფერს დათმობს, ერთხელ სამარშრუტო ტაქსის მძღოლის ცუდი საქციელის გამო მანქანა გააფუჭა, თუმცა არც ეს ტაქსი დატოვა უვნებლად, "არ მატარებდა, არც მე გავატარე, ჰოდა, გავხაზე და გავიარე", - თქვა ეკამ ჩვენთან საუბრისას. ასე რომ, ტრასებზე ეკას უფრთხილდით...

- ეკა, როგორ ხარ, რას საქმიანობ, დასვენების შემდეგ ალბათ ახალი ძალებითა და ენერგიით შეუდექი საქმეს...

- სიმართლე გითხრა, თითქმის მთელი ზაფხული თბილისში ვიყავი, ვმუშაობდი, ბავშვებიsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო! დასასვენებლად კი მყავდა გაშვებული, მაგრამ მიუხედავად ამისა, მეც მოვახერხე და ზღვაზე წავედი ცოტა ხნით, კვარიათში დავისვენე მეგობრებთან ერთად. ახლა კი შევუდექი ისევ საქმიანობას, ვმუშაობ ახალ როლზე, მაქვს შემოთავაზებებიsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო!, თუმცა არ მინდა წინასწარ გამხელა, როცა რაღაცას ვგეგმავ და იმას ვახმაურებ, საქმე აღარ მიდის ისე, როგორც საჭიროა, ზოგადად, მჯერა თვალის, შურის. შეიძლება საერთოდაც არაფერ შუაში არ არის თვალი, შური და ბოღმა, მაგრამ ფაქტია, რომ ნამდვილად არსებობს მსგავსი რაღაცები.

- რამდენად ცრუმორწმუნე ხარ?

- ცრუმორწმუნე ვარ, იმიტომ, რომ მაქვს გარკვეული რიტუალი, თუნდაც სპექტაკლის წინ.

- რა რიტუალს ატარებთ?

- ეგ ჩემი საქმეა (იცინის). მიუხედავად იმისა, რომ ცრუმორწმუნე ნამდვილად ვარ, მაინც ვცდილობ, ამ თვისებას მოვერიო, იმიტომ, რომ ამას თუ აჰყევი, შეიძლება, გაგიჟდე. ერთი პერიოდი ამოჩემებული მქონდა ასეთი რამ: ჩემი სახლიდან თეატრისკენ მიდის სამი გზა და დიდი განსხვავება არ არის მათ შორის მანძილის თვალსაზრისით, მაგრამ ყოველთვის ერთ-ერთი ამოჩემებული გზით მივდივარ არა მარტო სპექტაკლის წინ, არამედ ჩვეულებრივ დღეებშიც. ამ ბოლო დროს გადავწყვიტე, სხვა გზით ვიარო, ხან მეშლება და ისევ ამოჩემებულ გზას დავადგები ხოლმე, მაგრამ მერე მაინც ვუხვევ და მეორე გზით ვაგრძელებ გზას. აი, ასეთი რაღაცები მახასიათებს, მაგრამ თუ ცრურწმენების კუთხით ვიმსჯელებთ, მაშინ გეტყვით, კატის გადარბენაზე რეაქციაც კი არ მაქვს.

- ცხოველები გიყვართ?

- ყველასთან დიდი ბოდიში, მაგრამ კატა არ მიყვარს, საერთოდ, ვფიქრობ, სახლში ცხოველი ცოდოა, სათამაშოდ იქცევა, თან იცი რა მჭირს? ხელს ვერ ვადებ, არ შემიძლია, რომელიმე ცხოველს შევეხო, თორემ შიშით არ მეშინია. ეს გრძნობა მაქვს ვირთხისადმი, თან გამძაფრებული, საზიზღარი შესახედია, აგრესიულია და მეშინია. ერთხელ სადარბაზოში შევხვდი, ფეხზე გადამახტა და ეს ამბავი ვერ მოვინელე, კადრად მიდგას ახლაც თვალწინ.

- სხვათა შორის, ვირთხებისა და თაგვების მიმართ შიშს მუსიფობია ჰქვია...

- აი, ქვეწარმავალზე არ მაქვს რეაქცია, მინდორშიც მინახავს, მაგრამ არ გადავრეულვარ, უბრალოდ, გეშინია, არ გიკბინოს.

- კალიების, ობობების, ტარაკნებისაც არ გეშინია?

- არ მეშინია, კალია ხელითაც დამიჭერია, ერთხელ "ბაგამოლი" დავიჭირეთ, ჩავსვით ქილაში და კარგა ხანს გვყავდა, ვაჭმევდით კიდეც, ბალახს ვუყრიდით. დიდი შავი ხოჭოც დაგვიჭერია, ვერთობოდით (იცინის), ამათზე ვერაფერს გეტყვით ისეთს, მაგრამ კოღო არ მიყვარს, განსაკუთრებით მაშინ, როცა არ მაძინებს (იცინის).

- გასაგებია, სიმაღლისა და ფრენის მიმართ როგორი დამოკიდებულება გაქვს?

- აბსოლუტურად უშიშარი ვარ. ტურბულენტურ ზონაშიც კი მოვხვედრილვარ, მაგრამ მაინც მხნედ ვიყავი. გასტროლებიდან მოვფრინავდით და მოვყევით საშინელ ტურბულენტურ ზონაში. მაშინ იუგოსლავიას ბომბავდნენ, ამის გამო თვითმფრინავი გარკვეულ დონეზე ზემოთ დაფრინავდა, შუა ფრენის დროს ატყდა პანიკა, გვეუბნებოდნენ, ღვედები შეიკარითო, ყველა შეშინდა, მე კი კარგად მახსოვს, რომ ამ დროს გემრიელად ვჭამდი. როცა აზრი არა აქვს ნერვიულობას, გული არ უნდა გაიხეთქო. რაც შეეხება სიმაღლეს, ერთ ფაქტს გეტყვით და მიხვდებით ყველაფერს, ვიყავი ნიუ-იორკში და ცათამბჯენიდან უპრობლემოდ ვიყურებოდი (იცინის), აქედან გამომდინარე, ალბათ ყველაფერი გასაგებია.

- ექსტრემის სიყვარულით თუ გამოირჩევი?

- ვერ ვიტყვი, რაიმე ექსტრემალურ სპორტში მიმიღია მონაწილეობა-მეთქი, თუმცა ჩემს ქმარს ძალიან უყვარს ასეთი რაღაცები, ამას წინათ ბავშვიც წაიყვანა და ფეხზე ტროსმობმული დიდი სიმაღლიდან გადმოხტა, გიჟდება ადრენალინზე, მაგრამ სამაგიეროდ მერე ზურგი სტკიოდა, ზუსტად ამის მეშინია, რომ რაიმე არ ვიტკინო და არ დავიზიანო.

- სიჩქარე თუ გიყვარს?

- კი, მაგრამ საშიშ სიტუაციას არ ვქმნი. თუმცა ერთხელ შვილები მესხდნენ მანქანაში და მეორე მანქანას დავარტყი, ოღონდ შეგნებულად, არ შევუნელე, მეორედ კიდევ სამარშრუტო ტაქსი არ მატარებდა და არც მე გავატარე, გავხაზე და გავიარე, ასეთი რაღაცები მახასიათებს (იცინის).

- ესე იგი, ტრასაზე შეიძლება, დაუნდობელიც იყო. გადავიდეთ ექიმების თემაზე და მათ მიმართ შენს დამოკიდებულებაზე...

- ექიმებთან მაშინაც კი დავრბივარ, როცა არ მჭირდება, ვაფრიალებ დაზღვევას, ვიკეთებ ექოსკოპიებს და ვარ ერთ ამბავში. ამას წინათ მითხრეს, ამდენი დასხივება არ არის კარგიო (იცინის), სხვათა შორის, ბავშვობაში მეშინოდა ექიმების, ცუდად რომ ვხდებოდი, ვმალავდი, თერმომეტრს ვფერთხავდი, ექიმი რომ არ გამოეძახებინათ, ახლა პირიქით ვარ.

- დაბოლოს, რა არის ფობია, შიში თუ აკვიატება?

- ეს არის ფსიქოლოგიური მომენტი, თუ საკუთარ თავს თვითონ არ მოერიე, ვერაფერი გიშველის. ადამიანმა თვითონვე უნდა აიყვანოს თავისი თავი ხელში და დაძლიოს ფობია თუ ცრურწმენა, შენ თუ არ მოერიე თავს, ვერავინ და ვერაფერი გიშველის.

ციცი ომანიძე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება