გუბერნატორს, რომელმაც კრემლში სადილობისას თეფშზე მატლი აღმოაჩინა, გაათავისუფლებენ

გუბერნატორს, რომელმაც კრემლში სადილობისას თეფშზე მატლი აღმოაჩინა, გაათავისუფლებენ

პრეზიდენტის ადმინისტრაცია ტვერის გუბერნატორის "Twitter"-ზე გამოქვეყნებულმა განცხადებამ გააღიზიანა.

დიმიტრი ზელენინმა კრემლში სადილობის დროს სალათში მატლი აღმოაჩინა ამის შესახებ ”ტვიტერზე” დაწერა.

"უპასუხისმგებლო და ბრიყვი" - ამგვარი სიტყვებით შეამკო გუბერნატორი საერთაშორისო საკითხებში რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე სერგეი პრიხოდკომ.

"საბედნიეროდ, საგარეო პოლიტიკის საკითხებით ვარ დაკავებული, მაგრამ ალბათ ვალდებული ვარ, საკუთარ იურისტ კოლეგებს ვურჩიო, რომ გუბერნატორების საქმიანობის შესახებ კანონში შეიტანონ მუხლი შემდეგ ფორმულირებით: "თანამდებობიდან დათხოვნა გონებაჩლუნგობის საფუძველზე".

"უპასუხისმგებლობისა და სიბრიყვის შესახებ არც კი ვისაუბრებ", - აცხადებს პრიხოდკო. "ყველას, ვისაც ბატონი ზელენინის სტუმრად მიწვევა სურს, ვურჩევდი, სერიოზულად დაფიქრდნენ, ვიდრე ამას გააკეთებენ", - აღნიშნა პრეზიდენტის თანაშემწემ.

გუბერნატორმა გერმანიის პრეზიდენტის კრისტიან ვულფის პატივსაცემად კრემლში გამართული საზეიმო მიღების შესახებ საკუთარ მიკრობლოგში ისაუბრა. ზელენინი, რომელიც სხვა მიწვეულ სტუმრებს შორის იყო, წერდა: "ასეთი რამ ალექსანდრეს დარბაზშიც ხდება: საქონლის ხორცთან ერთად მატლებით გაფორმებული სალათის ფურცლებიც მოქვთ", - და იქვე მითითებული ჰქონდა ბმული, რომელსაც მკითხველი მოვლენის ამსახველ ფოტოსესიაზე გადაყავდა.

"ეს თავისებური ხერხია იმის ხაზგასასმელად, რომ სალათის ფურცლები ახალია", - წერდა გუბერნატორი. მოგვიანებით კი ფოტოებიც და ჩანაწერიც ”ტვიტერზე” მისი მიკრობლოგიდან გაქრა.

თავად გუბერნატორ ზელენინს პრეზიდენტის თანაშემწის განცხადებაზე კომენტარი არ გაუკეთებია.

მომზადებულია topnews.ru-ს მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა