ირინა ონაშვილის წარმატების ფორმულა და ოჯახური იდილია

ირინა ონაშვილის წარმატების ფორმულა და ოჯახური იდილია

ახლაც თვალწინ მიდგას 2003 წლის ოპერის თეატრის სცენა, რომელზეც საქართველოში პირველად ჩატარდა "მის საქართველოს" შესარჩევი კონკურსი. დარბაზი სავსე იყო მაყურებლით, მათ შორის, ქართველი ვარსკვლავები ჭარბობდნენ. ყველანი რაღაც ახლის მოლოდინში იყვნენ... კომპეტენტურმა ჟიურიმ, რომლის შემადგენლობაში, როგორც მახსოვს, მაკა ასათიანიც იყო, ლამაზი გოგონა - "მის საქართველო 2003" გამოავლინა.

"მისი", რომელიც იმ მშვენიერ გოგონებს შორის საუკეთესოდ ცნეს - ირინა ონაშვილი აღმოჩნდა. ირინამ იმთავითვე საყოველთაო მოწონება დაიმსახურა. მისი სილამაზითsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო! საზოგადოება მოიხიბლა. ეს ფაქტი ახალგაზრდა მოდელის კარიერაში უდიდესი წარმატება იყო. ის "მის მსოფლიოზეც" ოცეულში მოხვდა...

მას მერე 8 წელი გავიდა. აღნიშნული კონკურსი ჩვენში კვლავაც ტარდება, მაგრამ ირინა, როგორც პირველი და ყველაზე ლამაზი "მისი", არავის ავიწყდება... ამჟამად ის დამწყები მოდელების აღზრდით არის დაკავებული - სამოდელო სააგენტოში პატარა გოგონებს საკუთარ გამოცდილებას უზიარებს...

- მოდი, გავიხსენოთ, როგორ ვითარდებოდა ყველაფერი. შენს ბავშვობაზე არასდროს გვისაუბრია. როგორი ბავშვიsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო! იყავი და სკოლაში როგორ სწავლობდი?

- ბავშვობაში ძალიან ცელქი გახლდით, ეზოში ჩემი გამოჩენა არავის უხაროდა, რადგანაც ყველას ვაწვალებდი... მიყვარდა არტისტობა, სულ მიკროფონით ხელში დავრბოდი... რაც მთავარია, მიხაროდა, რომ ბავშვიsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო! ვიყავი და არ ვნატრობდი იმას, როდის გავიზრდებოდი, ასაკი როდის მომემატებოდა (იცინის). ყველა მანებივრებდა და მეფერებოდა, რადგანაც, როგორც მეუბნებიან, - ძალიან ლამაზი, საყვარელი, კონტაქტური და მოსიყვარულე იყავიო. რაც შეეხება სწავლას, შეიძლება ითქვას, რომ კარგად ვსწავლობდი; თან, ისეთ სკოლაში დავდიოდი, შეუძლებელი იყო, იქ არ გესწავლა. ჩვენი სკოლა სწავლების მაღალი ხარისხითა და დისციპლინით გამოირჩეოდა. მაგრამ მახსოვს, რომ ჩემი "მეგობარი" - სიზარმაცე ხშირად მახსენებდა თავს, რასაც მასწავლებლები მსაყვედურობდნენ.

- ბავშვობაში რაზე ოცნებობდი?

- ყოველთვის მომღერლობაზე ვოცნებობდი. პოდიუმი, შეიძლება ითქვას, ჩემს ცხოვრებაში დაუგეგმავად შემოიჭრა: ერთხელ სკოლაში ერთ-ერთი სამოდელო სააგენტოს წარმომადგენლები გვეწვივნენ და თავიანთი სტუდიისთვის შემარჩიეს. მეც გამიხარდა, სიამოვნებით დავთანხმდი, თუმცა მაშინ ამ სფეროს შესახებ ბევრი არაფერი ვიცოდი, რადგან სულ რაღაც 13 წლის ვიყავი.

- მოდელობის სურვილი რეალურად როდის გაგიჩნდა?

- როგორც კი დავიწყე სამოდელო საქმიანობა, რასაც მცირე წარმატებაც მოჰყვა (ვგულისხმობ კლიპებსა და სარეკლამო რგოლებსა და ჩვენებებში მონაწილეობას), მაშინვე გამიჩნდა ინტერესი და სურვილი, რომ უფრო მეტისთვის მიმეღწია. მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისში ხდებოდა; შემდეგ, როცა უკვე გავაანალიზე, რომ მოდელობა ჩემი მხოლოდ გატაცება ან ჰობი უნდა ყოფილიყო, უარი ვთქვი მოდის სფეროში მიღებულ სერიოზულ შემოთავაზებებზე; სწავლა ვარჩიე და უმაღლეს სასწავლებელში ჩავაბარე.

- პირველი სერიოზული წარმატება ამ სფეროში ალბათ "მის საქართველოში" გამარჯვება იყო, არა?

- მაგ კონკურსში მონაწილეობა დედაჩემის დაჟინებული თხოვნით გადავწყვიტე. ძალიან უნდოდა, რომ ოდესმე მაინც მიმეღო მონაწილეობა ისეთ კონკურსში, სადაც არ დამჩაგრავდნენ და ობიექტურად შემაფასებდნენ. ჰოდა, ამ იმედით გადავწყვიტე, აღნიშნულ კონკურსზე ჩემი განაცხადი შემეტანა.

- მერე, ამით შენი ცხოვრების რა მონაკვეთი დაიწყო?

- ამ დროს, დიდ წარმატებას ჩემში შინაგანი ცვლილებებიც მოჰყვა (ცხოვრების ერთი საფეხურიდან მეორეზე გადავინაცვლე; ამას ჩემმა ასაკმაც შეუწყო ხელი). გამარჯვების შემდეგ ჩემთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა გართულდა, რადგანაც მგზავრების მზერა ჩემკენ იყო მომართული; ყოველი მეორე ადამიანი ქუჩაში მაჩერებდა და თავის შთაბეჭდილებებს მიზიარებდა იმის შესახებ, თუ როგორი კარგი გოგო ვიყავი. ეს ერთგვარად, სასიამოვნოც იყო, მაგრამ ამავე დროს, დისკომფორტსაც მიქმნიდა... თუმცა თანდათან ყველაფერს შევეჩვიე...

- ვიცი, რომ სწავლა-განათლებას ბევრ დროსა და ენერგიას ანდომებდი და დღესაც სწავლობ. როგორ ფიქრობ სწორად აირჩიე პროფესია (იურისტობას ვგულისხმობ)?

- ვერ ვიტყვი, რომ სწორად ავირჩიე. თუმცა იურისპრუდენციის ცოდნა ნებისმიერ საქმიანობაში მეხმარება და ალბათ მომავალშიც გამომადგება. ამჟამად კავკასიის უნივერსიტეტში, კერძოდ კი მედიასკოლაში მაგისტრატურის კურსს გავდივარ; პიარის სპეციალობას ვეუფლები. მიმაჩნია, რომ საზოგადოებასთან ურთიერთობა ყველაზე მეტად მეადვილება.

- ცნობილია, რომ ერთ-ერთი ჟურნალის რედაქტორიც იყავი. არადა, პროფესიით ჟურნალისტი არ ხარ; როგორ ფიქრობ - რედაქტორობა მაინცდამაინც შენ რატომ მოგანდეს?

- მართალია, პროფესიით ჟურნალისტი არა ვარ... ჟურნალი, რომელშიც ვმუშაობდი, აღარ გამოდის და ამიტომ ჩემი რედაქტორობა დასრულდა კიდეც. მაგრამ შესანიშნავად მახსენდება იქ მუშაობის პერიოდი. მგონი, უინტერესო არ უნდა იყოს "გლამურული" ჟურნალის რედაქტორობა... როდესაც სარედაქციო ჯგუფმა მუშაობა დავიწყეთ, არანაირი გამოცდილება არ მქონდა. როგორც რედაქტორი, ჟურნალის ახალ ნომრებთან ერთად ვიხვეწებოდი, პროფესიონალურად ვიზრდებოდი; სულ მქონდა სტიმული, უკეთ მეკეთებინა საქმე. ამასთან, რედაქტორის სვეტიც სულ უფრო უკეთესი წასაკითხი ხდებოდა (იღიმება). ახლაც სიამოვნებით ვიმუშავებდი ისეთი ტიპის ჟურნალში, რადგანაც მასზე მუშაობის პროცესში ბევრი კარგი რამ ვისწავლე.

- როგორც ვიცი, სამოდელო სააგენტო "ფეშენ შარმის" დირექტორიც ხარ, არა?

- ჯერჯერობით მხოლოდ ამ სამოდელო სააგენტოში მუშაობით ვარ დაკავებული, დირექტორი გახლავართ (აქვე დავამატებ, რომ ლალი ტოტიკაშვილი ისევ დაგვიბრუნდა და ჩვენს საქმიანობას სრული შემადგენლობით ვაგრძელებთ). გოგონებთან - ჩემს კოლეგებთან ურთიერთობა მართლაც რომ სასიამოვნოა. დამწყებ მოდელებს დაუნანებლად ვუზიარებთ საკუთარ გამოცდილებას და მათ სწორ გზაზე ვაყენებთ...

- მოდელობას თავი რომ დაანებე, არ ნანობ?

- მართალია, დღეს მოდელი აღარა ვარ, მაგრამ ისევ სამოდელო სფეროში ვმუშაობ. თუმცა, შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! რომ მივიღო, რომელიმე სერიოზული კომპანიის სარეკლამო რგოლისთვის ან ფოტოსესიაში მონაწილეობისთვის, სიამოვნებით დავთანხმდები.

- რა არის შენთვის საქმეში სტიმულის მომცემი და აქვე გვითხარი - როგორია შენი წარმატების ფორმულა?

- ჩემს ცხოვრებაში წარმატება თავისით მოვიდა, ამისთვის დიდი ძალისხმევა არ დამჭირვებია. ამჟამად კი, საქმეში წარმატების მისაღწევად, სტიმულისმომცემი - ჩემი მეუღლეა. თუკი ადრე მიმაჩნდა, რომ წარმატებული კარიერისთვის სულაც არ იყო საჭირო, გქონოდა წარმატებული პირადი ცხოვრება, ახლა მივხვდი, რომ თავს ვიტყუებდი. ადამიანის წარმატებაში მნიშვნელოვან როლს მისი პირადი ცხოვრება თამაშობს.

- მეუღლეს - ბატონ ლადო ვარძელაშვილს (სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრი) შენს სამსახურებრივ პრობლემებზე თუ ესაუბრები?

- ის ყოველთვის ინტერესდება ჩემი საქმიანობით. შესაბამისად, მეც ყოველთვის ვეკითხები რჩევას და ისიც მარიგებს, რაც ძალზე სასიამოვნოა. თავადაც სულ მთხოვს, რომ ვკითხო ხოლმე, როგორ მიდის მისი საქმიანობა და აზრიც გავუზიარო. ჩვენ-ჩვენი შეხედულებების ურთიერთგაზიარება ჩემთვის ძალიან საინტერესო პროცესია. ზოგჯერ იმდენი ხანი გვისაუბრია, რომ თავზე როგორ დაგვთენებია, ვერც კი გაგვიგია.

- მისგან რაიმე აკრძალვები ხომ არ გაქვს?

- არავითარი. აკრძალვები რომ მქონდეს, ასეთი ტიპის ცხოვრებას ვერ შევეგუებოდი. ის იმდენად კარგად მიცნობს, რომ დარწმუნებული ვარ, არც დასჭირდება, მსგავსი რამ ჩემ მიმართ გამოიჩინოს.

- ახალგაზრდა წარმატებული ადამიანები (ამ შემთხვევაში, თქვენ - შენ და შენი მეუღლე), თავისუფალ დროს როგორ ერთობიან და ისვენებენ?

- თავისუფალი დრო... ამ ფრაზაზე ცოტა გამეცინა (იღიმება): ლადოს თითქმის არასდროს აქვს თავისუფალი დრო... საღამოს, როდესაც ის სამსახურიდან შინ ბრუნდება, ძირითადად, დასვენება ურჩევნია. ამიტომ, ვირჩევთ ისეთ გარემოს, სადაც ის დაისვენებს; ხან მეგობრებთან ერთად ურჩევნია ყოფნა, ხანაც - ოჯახურ გარემოში...

- წლევანდელი ცხელი ზაფხული როგორ გაატარეთ?

- წლევანდელი ზაფხული დასვენების მხრივ, ვერ დავგეგმეთ, რადგანაც ლადო ახალ სამსახურს (მხარის გუბერნატორობის შემდეგ, ის მინისტრი გახდა. - ავტ.) ახალი ძალებით შეეჭიდა. მაგრამ როდესაც სამსახურებრივ საქმეზე ქვეყნის ფარგლებს გარეთ გასვლა უწევს, შეძლებისდაგვარად, მეც თან მივყვები. ახლახან ძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონატზე, ტოკიოში ვიყავით წასული.

- ის, რომ მეუღლეს დატვირთული სამუშაო გრაფიკი აქვს და ხშირად არა აქვს თავისუფალი დრო, ძნელი შესაგუებელი ხომ არ არის შენთვის?

- კი, ცოტა ძნელია. ამიტომ ხანდახან ვაპროტესტებ კიდეც, მაგრამ არაფერი გამომდის, ამიტომ ვცდილობ, შევეგუო (იღიმება).

- სამომავლოდ რა გეგმები გაქვს?

- ბევრი გეგმა მაქვს. თუმცა არ მიმაჩნია სწორად, მათზე ნაადრევად ვისაუბრო. მგონი, ყველაფერზე ისედაც ვრცლად ვილაპარაკე.

ლალი ფაცია

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება