ისრაელში წითელ არმიას მონუმენტს დაუდგამენ

ისრაელში წითელ არმიას მონუმენტს დაუდგამენ

ისრაელში წითელ არმიას მონუმენტს დაუდგამენ. ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს ხელმძღვანელობით, შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელიც წითელი არმიის მონუმენტის პროექტებს შეაფასებს.

მონუმენტს, სავარაუდოდ, ქალაქ ნეთანიასთან, ზღვის სანაპიროზე აღმართავენ. ეს იქნება პირველი ძეგლი საბჭოთა მეომრების პატივსაცემად, რომელსაც ეროვნული ძეგლის სტატუსი ექნება. ნეთანიაჰუს თქმით, მონუმენტი რუსი ხალხისადმი ისრაელის მადლიერებას გამოხატავს. "მეორე მსოფლიო ომის დროს რუსულმა არმიამ გადამწყვეტი როლი შეასრულა ანტიჰიტლერული კოალიციის გამარჯვებაში," - განაცხადა ნეთანიაჰუმ. 

განაცხადებს კონკურსში მონაწილეობაზე 2011 წლის ბოლომდე მიიღებენ.

მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით. 

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა