პუტინმა რუს ჯაშუშებთან ერთად იმღერა

პუტინმა რუს ჯაშუშებთან ერთად იმღერა

რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა lifenews -თან საუბარში აღიარა, რომ აშშ-დან გამოძევებულ დაზვერვის თანამშრომლებს შეხვდა.

Video

პუტინმა მზვერავებთან ერთად იმღერა

- რაზე ისაუბრეთ მათთან?

- ცხოვრებაზე...

-ამბობენ ერთად ”კარაოკეც” გიმღერიათ...

- ცოცხალი მუსიკის თანხლებით..

- რა იმღერეთ კონკრეტულად?

- "С чего начинается Родина"... არ ვხუმრობ, სხვა სიმღერებიც ამ თემატიკის იყო. აქ საკომენტაროც არაფერია, დმიტრი ანატოლევიჩმა უკვე ყველაფერი თქვა. ეს ღალატის შედეგი იყო. გამყიდველები კი ყოველთვის ცუდად ამთავრებენ ... იღუპებიან ლოთობით. აი, თუნდაც ერთ-ერთი მათგანი ახლახან ამგვარი სიკვდილით გარდაიცვალა.

-ანუ თქვენ მათ სახელებით იცნობთ?

- დიახ...

- დასჯით?

- ეს არაკორექტული კითხვაა. ამ ხალხს საკმაოდ რთული ბედი აქვს. წარმოიდგინეთ, ენა მშობლიურის დარად უნდა აითვისო. შეასრულო დავალება სამშობლოს ინტერესების გათვალისწინებით მრავალი წლის მანძილზე, უნდა იმოქმედო დიპლომატიური დაცვის გარეშე, ყოველდღე საფრთხეში ჩაიგდო საკუთარი თავი და ახლობლები.

- რა ბედი ელით მათ მომავალში?

- იმუშავებენ და დარწმუნებული ვარ, ღირსეულ ადგილებზე. მგონია რომ, საინტერესო და აქტიური ცხოვრება ექნებათ.

- როგორ აფასებთ მათ შესრულებულ სამუშაოს?

- ეს ჩემი საქმე არ არის, დასკვნა მათმა უფროსობამ უნდა გამოიტანოს და მათი ინფორმაციის საბოლოო მომხმარებელმა, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა.

მომზადებულია .lifenews.ru-ს მიხედვით.

იხილეთ ასევე: მედვედევმა ანა ჩაპმანი დააჯილდოვა

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა