რუსეთის პრეზიდენტმა, დიმიტრი მედვედევმა ამერიკიდან გამოძევებულ რუს ჯაშუშებს სახელმწიფო ორდენები საიდუმლო ვითარებაში გადასცა.
რადიოსადგურ "ეხო მასკვის" ცნობით, დაჯილდოების ცერემონია კრემლში გაიმართა. რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ნატალია ტიმაკოვამ არ დააკონკრეტა არც ერთი ჯაშუშის ვინაობა, რომლებსაც ჯილდოები გადაეცათ.
2010 წლის ზაფხულში ამერიკაში ე.წ. არალეგალი-აგენტები დააკავეს, რომლებმაც აღიარეს, რომ მოსკოვის სასარგებლოს მუშაობდნენ.