მელ გიბსონს ფილმ - "მამაკაცების წვეულება ვეგასში" გაგრძელებაში მონაწილეობა უნდა მიეღო, თუმცა მსახიობი როლზე არ დაამტკიცეს. მას ფილმში ტატუს ოსტატის როლი უნდა შეესრულებინა.
ფილმის რეჟისორმა ტოდ ფილიპსმა განაცხადა, რომ გიბსონის მონაწილეობა ფილმში სასურველია. თუმცა, ჯგუფის დანარჩენმა წევრებმა გიბსონის კანდიდატურა არ მოიწონეს. ფილიპსი იძულებული გახდა საერთო გადაწყვეტილებას დათანხმებოდა.
ამბობენ, რომ ფილმში თამაშით მელს სურდა საკუთარი ფინანსური მდგომარეობა და იმიჯი გამოესწორებინა. გიბსონისა და ოქსანა გრიგორიევას სკანდალური ისტორიის შემდეგ, რეჟისორებს მელის ნიკოპროექტებში აყვანა ეშინიათ.
მომზადებულია eg.ru-ს მიხედვით.