მინკა კელი - პლანეტის ყველაზე სექსუალური ქალი

მინკა კელი - პლანეტის ყველაზე სექსუალური ქალი

როგორც წინა ნომერში ვწერდით, ჟურნალმა Esquire-მა პლანეტის ულამაზესი და ყველაზე სექსუალური ქალები გამოავლინა. რჩეულთა შორის საუკეთესოდ ამერიკელი მინკა კელი დაასახელეს, ცნობილი ამერიკელი ბეისბოლისტის მეგობარი გოგონა.

მინკა დიუმონ კელი 1980 წლის 24 ივნისს დაიბადა ლოს-ანჯელესში. ერთადერთი შვილია იყო "აეროსმიტის" ყოფილი გიტარისტის რიკ დიუფაისა და ლას-ვეგასის ყოფილი მოცეკვავის მორინ კელის ოჯახში. თვით მინკას თქმით, მისმა ბავშვობამ "საკმაოდ მძაფრად" ჩაიარა, რადგან მამამ ადრეულ ასაკში მიატოვა ის და დედამისი. მხოლოდ ჩვიდმეტი წლის ასაკში მოახერხა მინკამ მამასთან შერიგება.

მას მერე, რაც სკოლა დაამთავრა, ლოს-ანჯელესში დაბრუნდა დედასთან ერთად და ჰობის სახით სამსახიობო ოსტატობის შესწავლა დაიწყო. იმ დროისთვის მისი მთავარი სურვილი გახლდათ, საოპერაციოს მედდა გამხდარიყო და ძირითად პროფესიას სწორედ ამ მიმართულებით ეუფლებოდა. თუმცა პირველი სამსახიობო კლასების შემდეგ მინკა "ანკესზე წამოეგო", თავის ოცნებას უღალატა და გადაწყვიტა, ყველაფერი მოემოქმედა, რომ სამსახიობო კარიერა დაეწყო.

ნელ-ნელა მიემართებოდა მიზნისკენ, პატარა როლებით ჰქონდა სტარტი სხვადასხვა სერიალსა და ფილმში, მათ შორის იყო დრამა "ბრალდების მოწმე" და ტელესერიალი "რის გამოც მიყვარხარ".

სულ მალე მსახიობს ლაილა გერიტის როლი შესთავაზეს სერიალში "ღამის პარასკევის ჩირაღდნები". მისი თამაში კრიტიკოსებმა დადებითად შეაფასეს და პერსპექტიულ ამერიკელ მსახიობებს შორის დაასახელეს.

მოგვიანებით იყო უკვე პიტერ ბერგის ექშენი "სამეფო", სადაც ჯეიმი ფოქსს გაუწია პარტნიორობა, თუმცა კი ესეც ეპიზოდური როლი გახლდათ.

როგორც მსახიობს მინკას ჯერჯერობით ნაკლები წარმატებები აქვს, ამერიკაში პოპულარობა ძირითადად გულახდილმა ფოტოსესიებმა მოუტანა და საზოგადოებრივმა საქმიანობამ - მინკა ვიდეოსაღამოების ორგანიზატორია, რომლებიც საქველმოქმედო ხასიათს ატარებს.

სექსუალური გოგონა მამაკაცებს შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს. პირადი ცხოვრებაც მგზნებარე აქვს, მის თაყვანისმცემლებს შორის მსახიობები, მუსიკოსები და სპორტსმენები არიან. 2003 წელს ალექს გალვინს ხვდებოდა, 2005 წელს რომანტიკული ურთიერთობები ჰქონდა დილან ბრაზილთან და მსახიობ კრის ევანსთან. 2007 წლის სექტემბრიდან 2008 წლის იანვრამდე მუსიკოს ჯონ მაიერთან გააბა კავშირი, 2009 წელს კი შგეხვდა ბეისბოლისტ დერეკ ჯეტერს და სწორედ მასთან დაყო ყველაზე მეტ ხანს. მის სამოქალაქო ცოლადაც მოიხსენიებენ და უკვე მეორე წელია მის გვერდით ჩნდება ყველა საჯარო ღონისძიებაზე. მისი ქმარი ამერიკაში ძალიან უყვართ, ერთ-ერთი ცნობილი და პოპულარული სპორტსმენია, შესაბამისად, მისი დიდება მინკაზეც გადადის და ამის დასტური იყო კიდევ ერთი აღიარება - არაფრით გამორჩეული მსახიობი, რომელსაც ამერიკის ფარგლებს გარეთ არც არავინ იცნობს, პლანეტის ყველაზე სექსუალურ ქალბატონად დაასახელეს.

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება