უცხოური პრესა ვარაუდობს, რომ პუტინმა ბოტოქსი გაიკეთა

უცხოური პრესა ვარაუდობს, რომ პუტინმა ბოტოქსი გაიკეთა

დასავლური პრესა, მკითხველს პუტინის ჩალურჯებული სახის მიზეზებზე ვერსიებს აქვეყნებს. ვერსიებს შორისაა: ძიუდოისტის დარტყმა, სტომატოლოგთან ვიზიტი, ან კანის გადაჭიმვა. უკრაინული პრესა წერს, რომ 58 წლის პრემიერმა ბოტოქსის ინექცია გაიკეთა.

დასავლური მედია ვერსიებს პუტინის უხასიათობაზე აგებს. "”Bild"-ს მიაჩნია, რომ პუტინს პოლიტიკური თუ სპორტული დარტყმები რთულად გადააქვს.

ამერიკულმა გამოცემა The New York Times -მა პუტინს ცივი საფენების დადება შესთავაზა.

შესაძლო პლასტიკურ ოპერაციაზე ამახვილებს ყურადღებას ბრიტანული გამოცემა The Guardian-ი. ფოტოებზე დაკვირვებით გამოცემა ასკვნის, რომ პუტინს სახეზე გრიმი სახელდახელოდ ჰქონდა გაკეთებული და მისი ფენა მხოლოდ სახის ნახევარს უფარავდა.

ფრანგული გაზეთი Le Parisien იტალიის პრემიერ-მინისტრის სილვიო ბერლუსკონის ისტორიასაც იხსენებს. ექვსი წლის წინ ბერლუსკონიმ უარყო ინფორმაცია, რომ მან პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა, თუმცა მოგვიანებით მას ამის აღიარება მაინც მოუწია.

გაზეთი იხსენებს, რომ ჯერ კიდევ სექტემბერში ბერლუსკონი და პუტინი ხუმრობდნენ, რომ ხელისუფლებაში დასარჩენად ნელა დაბერება და კარგ ფორმაში ყოფნა იყო აუცილებელი. გამოცემის აზრით, "მეტისმეტად იდუმალი ვლადიმერ პუტინი" სახის უცნაურ დალურჯებაზე განმარტებებს გააკეთებს.

პუტინის უკრაინაში ვიზიტის დროს ჟურნალისტებმა რუსეთის პრემიერს სახეზე ჩალურჯება შეამჩნიეს, რამაც დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.

მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა