ბრაზილიას ისტორიაში პირველად ქალი პრეზიდენტი ეყოლება

ბრაზილიას ისტორიაში პირველად ქალი პრეზიდენტი ეყოლება

ბრაზილიას ისტორიაში პირველად ქალი პრეზიდენტი ეყოლება. მმართველი პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატმა, 63 წლის დილმა როუსეფმა არჩევნების მორე ტურში ხმათა 56.05% დააგროვა.

მისმა კონკურენტმა, სან-პაულუს შტატის ყოფილმა გუბერნატორმა კი, ამომრჩეველთა ხმების 43.97 % მოიპოვა.

ბრაზილიის საარჩევნო კომისიას საარჩევნო ბიულეტენების 99% უკვე დათვლილი აქვს.

ახალარჩეულმა პრეზიდენტმა ახალ ამპლუაში ბრაზილიელ ხალხს სიტყვით მიმართა. სატელევიზიო გამოსვლაში როუსეფმა სიღარიბესა და სოციალურ უთანასწორობასთან ბრძოლის პირობა დადო.

გამოსვლაში მან ყურადღება გაამახვილა პრესის თავისუფლების მნიშვნელობაზე.

პრეზიდენტი მოსახლეობას დაპირდა, რომ აქტიურად იმუშავებს ჯანდაცვისა და განათლების სფეროში რეფორმების გასატარებლად.

დილმა როუსეფი პროფესიით ეკონომისტია. ორი ქორწინებიდან მას მხოლოდ ერთი ქალიშვილი და ერთი შვილიშვილი ჰყავს.

ბრაზილიაში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 3 ოქტომბერს შედგა.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა