რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ინფორმაციული პოლიტიკის, ტექნოლოგიებისა და კავშირგაბმულობის საკითხების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, 34 წლის სერგეი კაპკოვი 28 წლის რუს ტელეწამყვან ქსენია სობჩაკთან ერთად სექს-სკანდალის ეპიტცენტრში აღმოჩნდა.
Guns N' Roses-ის დახურულ კონცერტზე წყვილი ინტიმური ცეკვით ერთობოდა. ამ თამაშის ამსახველი კადრები ტელეშოუ "Дом-2"-ს მოუხდებოდა, რომელსაც ბოლო ხუთი წელია ღამის ეთერში ქსენია სობჩაკი უძღვება.
სერგეი და ქსენია გარშემომყოფებს არ ერიდებოდნენ და ერთმანეთს კოცნიდნენ, ეხვეოდნენ და მაგიდის ქვეშ მარტოვდებოდნენ.
სობჩაკმა, რომელიც ყოველთვის აღნიშნავდა, რომ მასზე ჭკვიანი და ძლიერი მამაკაცის პოვნა უჭირს, რომან აბრამოვიჩის საუკეთესო მეგობარ სერგეი კაპკოვთან რომანი ჯერ კიდევ ზაფხულში გააბა.
სამი თვის შემდეგ, ხალხის დასანახად წყვილი ძველებურად ვნებიანია და ცდილობს დაამტკიცოს, რომ კუპიდონს ნებისმიერი ადამიანის გულის განგმირვა შეუძლია - ცოლიანი ტეპუტატებისა და ხელმიუწვდომელი ლამაზმანებისაც.
კონცერტის დროს ქსენიამ მხოლოდ ორი ჭიქა შამპანური დალია, თუმცა ძალიან ენეგრიულად ცეკვავდა. ქსენიათი მოხიბლული სერგეი მას ანთებული თვალებით შესცქეროდა.
ცეცხლი არც თავად სობჩაკის თვალებს აკლდა. მის ადგილზე ყოფნას მრავალი ქალბატონი ისურვებდა: კაპკოვი საკმაოდ გავლენიანი და შეძლებული დეპუტატია.
Video
დუმის დეპუტატი სობჩაკთან ერთად სექს-სკანდალში გაეხვა
მომზადებულია Life News-ის მიხედვით.