ბერლუსკონი ქალების მიმართ ავადმყოფურ ლტოლვაში დაადანაშაულეს

ბერლუსკონი ქალების მიმართ ავადმყოფურ ლტოლვაში დაადანაშაულეს

იტალიის პრემიერ-მინისტრი სილვიო ბერლუსკონი მის გარშემო აგორებულ მორიგ სექს-სკანდალთან დაკავშირებით "ქალების მიმართ უკონტროლო, ავადმყოფურ ლტოლვაში დაადანაშაულეს". გავლენიანი ყოველკვირეული კათოლიკური ჟურნალი "La Famiglia Cristiana" აცხადებს, რომ ახალგაზრდა, ლამაზი გოგონების მიმართ პრემიერის ლტოლვა და ცხოვრების თავაშვებული სტილი "ავადმყოფობის" ნიშანია.

"დაუჯერებელია, რომ ამხელა თანამდებობაზე მყოფ ადამიანს აუცილებელი თავშეკავების უნარი არა აქვს", - ნათქვამია ჟურნალში გამოქვეყნებულ სტატიაში. გამოცემა აცხადებს, რომ "რუბიგეიტად" (ბერლუსკონის ახალი პარტნიორი რუბის ფესვდონიმით არის ცნობილი) წოდებულმა ბოლო სკანდალმა პრემიერ-მინისტრის მიმართ ნდობა ამოწურა და გააჩინა კითხვა: აქვს თუ არა პრემიერს ქვეყნის მართვის უნარი?

როგორც ბრიტანული გაზეთი "The Daily Telegraph"-ი იტყობინება,  "რუბიგეიტის" გმირი კარიმა კეიეკი პრემიერთან  ურთიერთობის შესახებ წიგნს წერს. "წიგნი თითქმის დავასრულე. ერთ-ერთი თავი მხოლოდ ბერლუსკონის დაეთმობა", - აღნიშნა მან.

მაროკოელი გოგონა საჯაროდ აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრთან მას სექსი არ ჰქონია და ისინი ერთმანეთს მხოლოდ ერთხელ შეხვდნენ. "აღფრთოვენაბული ვარ პრემიერით და მის შესახებ მხოლოდ კარგი შემიძლია ვთქვა. მისი წყალობით ჭუჭყიან სამუშაოს გადავურჩი. მე მას მთელი გულით ვუხდი მადლობას", - განაცხადა მან.

ცოტა ხნის წინ იტალიის პრემიერი იმაში დაადანაშაულეს, რომ ის პოლიციის მიერ დაკავებული კარიმა კეიკის საქმეში უკანონოდ ჩაერია. გოგონა მაშინ 17 წლის იყო. მაროკოელი იტალიაში მოდელისა და ტელეწამყვანის კარიერის მოსაწყობად ჩავიდა. მისი თქმით, ის ერთი წლის განმავლობაში ბერლუსკონებთან წვეულებებზე დადიოდა, რათა ამ გზით კარიერაში წარმატებისთვის მიეღწია. როდესაც კეიკმა მილანში საცხოვრებელი დაკარგა (ქურდობის ბრალდებით ის მეზობელმა სახლიდან გამოაგდო), პოლიციამ დააკავა და აღმოაჩინა, რომ მას იტალიაში ცხოვრების ნებართვა არ ჰქონდა.

დაკავებულმა განაცხადა, რომ ინტიმური კავშირი თავად პრემიერ-მინისტრთან ჰქონდა და ამისთვის მას კარგადაც გადაუხადეს. მართალია, იტალიაში პროსტიტუცია აკრძალული არ არის, თუმცა ამისთვის ადამიანი სრულწლოვანი უნდა იყოს. პროკურატურამ ამ ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღძრა, თუმცა ოფიციალური გამოძიება არ დაუწყია.

ამ სკანდალის შესახებ გაზეთმა "Corriere della Sera"-მ სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც ამტკიცებდა, რომ ბერლუსკონიმ მილანის პოლიციას კეიკის გათავისუფლება უბრძანა. მოგვიანებით ბერლუსკონიმ არ უარყო, რომ კეიკს იცნობდა და ის მის წვეულებებს ესწრებოდა.

მომზადებულია The Daily Telegraph-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა