კალიფორნიის გუბერნატორის არჩევნებში დემოკრატიული პარტიის კანდიდატმა ჯერი ბრაუნმა გაიმარჯვა, რომელიც მანამდე შტატის გენერალური პროკურორი იყო, იტყობინება "Associated Press"-ი.
ბრაუნმა, რომელსაც კალიფორნიის შტატის გუბერნატორის თანამდებობა 1975-83 წლებში ეკავა, პერსპუბლიკური პარტიის კანდიდატი, წარსულში ინტერნეტ-აუქციონ "eBay"-ის გენერალური დირექტორი მეგ უიტმენი დაამარცხა.
კალიფორნიის გუბერნატორის თანამდებობაზე ბრაუნმა რესპუბლიკელი არნოლდ შვარცენეგერი შეცვალა. შვარცენეგერი კალიფორნიის გუბერნატორი უკვე ორჯერ იყო. კანონმდებლობის შესაბამისად, მას არჩევნებში მესამედ მონაწილეობის უფლება არ ჰქონდა.
2 ნოემბერს გუბერნატორის არჩევნები 37 შტატში ჩატარდა.
მომზადებულია Associated Press-ის მიხედვით.