ჯორჯ ბუში პეკინის ოლიმპიური თამაშების გახსნის დროს ეუბნება პუტინს - ”ის ცეცხლოვნია”, პუტინი პასუხობს - ”მე უფრო ცეცხლოვანი ვარ”. ეს დიალოგი ჯორჯ ბუშმა თავის მემუარებში აღწერა; საუბარი კი, მიხეილ სააკაშვილს ეხება.
ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი ჰყვება, რომ რუსეთის პრემიერს უპასუხა - არა ვლადიმერ, შენ ცივსისხლიანი ხარო.
კიდევ ერთი ფრაგმენტი მემუარებიდან - "როცა პრეზიდენტი გავხდი და პუტინი პირველად ვნახე, თვალებში ჩავხედე და მისი სული ამოვიკითხე, თუმცა შემდეგ წლებში მან ჩემი შეხედულების გადახედვის შანსი ბევრჯერ მომცა. ერთ-ერთი ბოლო შანსი 2008 წელი იყო, როცა რუსეთი საქართველოს ტერიტორიაზე შეიჭრა".
ჯორჯ ბუშის მემუარები სათაურით "გადაწყვეტილების მიღების დროს" წიგნის მაღაზიებში მომავალი კვირის სამშაბათს გამოჩნდება. ამის შესახებ სააგენტო "როიტერი" წერს.
რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი ამერიკის პრეზიდენტ ჯორჯ ბუშს ეჯიბრებოდა - ჩემი ძაღლი უფრო დიდია, ვიდრე - შენიო. ეს ეპიზოდიც ბუში-პუტინის ურთიერთობიდან სააშკარაოზე ამერიკის ყოფილმა პრეზიდენტმა გამოიტანა. ბუში ყვება, რომ მისი ძაღლი "ბარნი" პუტინმა ვაშინგტონში კემპდევისში ნახა, პუტინის "ლაბრადორი" კი, ბუშმა - რუსეთში ვიზიტის დროს. პუტინს უთქვამს, ჩემი ძაღლი უფრო დიდი, ძლიერი და სწრაფია, ვიდრე შენი - "ბარნიო".
ბუში წერს - "ამ ფრაგმენტის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრს მოუყევი. მან კი დამამშვიდა - კიდევ კარგი მხოლოდ ძაღლი გაჩვენაო".
ბუშის მემუარების ერთი ეგზემპლარი სააგენტო "როიტერმა" მიიღო საჩუქრად.